930x90 Website name and slogan

Blogs

Sophie Nikoladze's picture

საქართველოს სასკოლო ჩემპიონატი 7, 9, 11 და 13 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის

 

დ   ე   ბ   უ   ლ   ე   ბ   ა

19 - 28 იანვარი  2020  წ.   ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე

1. ორგანიზატორი:

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია.

2. ჩატარების ვადები და ადგილი:

19.01-28.01. 2020  წ.   ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე, კოსტავას 37 ა.

3. მონაწილენი:

ტურნირში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრებს:

 7 წლამდე -  2013 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს.

9 წლამდე -  2011 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს.

11 წლამდე -  2009 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს.

13 წლამდე -  2007 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს.

ღონისძიებაში მონაწილეობისათვის სავალდებულოა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის 2020 წლის

საწევროს გადახდა. სამივლინებო ხარჯებს გაიღებენ მიმავლინებელი ორგანიზაციები.

4. სისტემა და კვალიფიკაცია:

- ტურნირი ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 9 ტურად.

- 11 და 13 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა ტურნირებში დაითვლება ფიდეს რეიტინგი.

 - აუცილებლობის შემთხვევაში ტურნირის ჩატარების სისტემას განსაზღვრავს   ორგანიზატორი.

5. დროის კონტროლი:

ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცემა 90 წუთი 40  სვლაზე, შემდეგ  30 წუთი პარტიის

ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 30 წამის დამატებით.

6. რეგისტრაცია და სატურნირო შესატანი: 

მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა წარმოადგინონ ან გადმოაგზავნონ დაბადების მოწმობის ასლი,

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე ჩემპიონატის სატურნირო შესატანის

გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი 2020 წლის  18 იანვრის 18.00 საათამდე:

ნატა ალავიძე: -ელ-ფოსტა - n.alavidze64@gmail.com  მობ:  558 11 86 83

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკორეკვიზიტები:

    სს "თიბისი ბანკი"

    საბანკო ანგარიში: GE45TB0313936080100006GEL

    საბანკო კოდი (მფო) – TBCBGE 22

-  რეგისტრაციის ბოლო ვადაა  2020 წლის  18 იანვრის 18.00 საათი.

-  თითოეული მონაწილის სატურნირო შესატანია 20 ლარი (უნაღდო ანგარიშსწორებით).

-  სოციალურად დაუცველები და მრავალშვლიანები განთავისუფლებულნი არიან სატურნირო

შესატანიდან.

-  დაგვიანებული რეგისტრაციის შემთხვევაში სატურნირო შესატანია 40 ლარი (უნაღდო

ანგარიშსწორებით).

  - რეგისტრაციის ბოლო ვადის დარღვევის შემთხვევაში ორგანიზატორს უფლება აქვს არ

   დაარეგისტრიროს მოჭადრაკე რომელმაც დაარღვია რეგისტრაციის ვადები.

7. თაი – ბრექი:

ორი ან რამოდენიმე მონაწილის მიერ თანაბარი რაოდენობის ქულების დაგროვების შემთხვევაში

ადგილები განაწილდება:

  1. ურთიერთშორის შეხვედრა;
  2. ბუჰგოლცი-1 (1 უდაბლესის გამოკლებით);
  3. ბუჰგოლცი (ყველა მეტოქის ქულათა ჯამი);
  4. შავებით ნათამაშები პარტიების მეტი რაოდენობით;
  5. მოგებების მეტი რაოდენობით.

 

8. სატურნირო განრიგი:

ტური

რიცხვი

საათი

ჩამოსვლის დღე

19 იანვარი

 

I ტურის კენჭისყრა

 

20 იანვარი

12:00

გახსნა

15:00

I ტური

15:00

II ტური

21 იანვარი

15:00

III ტური

22 იანვარი

15:00

IV ტური

23 იანვარი

15:00

V ტური

24 იანვარი

15:00

VI ტური

25 იანვარი

15:00

VII ტური

26 იანვარი

15:00

VIII ტური

27 იანვარი

15:00

IX ტური

28 იანვარი

11:00

დახურვა

28 იანვარი

15:00

 

 მონაწილეთა რაოდენობის მიხედვით ორგანიზატორი უფლებამოსილია, ტურნირის დაწყების                      

დროის (საათი) შესაბამისი კორექტირება მოახდინოს.

 

9. პრიზები: საპრიზო ფონდია 4 800 ლარი.

ადგილი

13წ. ჭაბუკები

13წ. გოგონები

11წ. ჭაბუკები

11წ. გოგონები

9წ. ჭაბუკები

9წ. გოგონები

7წ. ჭაბუკები

7წ. გოგონები

1

300

300

300

300

300

300

300

300

2

200

200

200

200

200

200

200

200

3

100

100

100

100

100

100

100

100

 

 - თანაბარი ქულების შემთხვევაში პრიზები არ გაიყოფა.

- პრიზები იბეგრება მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით.  

10. დაჯილდოვება:

- I ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან თასებით, მედლებით და დიპლომებით.

 - II-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებით და დიპლომებით.

- I ადგილზე გასული მოჭადრაკეები მიიღებენ შესაბამისი ასაკის მოჭადრაკეთა ევროპის სასკოლო ჩემპიონატის საგზურებს.

- სამეულში გასულ მოჭადრაკეებს უფლება ეძლევათ საკუთარი ხარჯებით მონაწილეობა მიიღონ

      ევროპის და მსოფლიოს სასკოლო ჩემპიონატებში.

 - I ადგილზე გასულ მოჭადრაკეებს მიენიჭებათ შეასაბამისი სპორტული თანრიგი:                                             

 7 წლამდე - III თანრიგი, 9 წლამდე - II თანრიგი, 11 წლამდე - I თანრიგი. 13 წლამდე - სპორტის

ოსტატობის კანდიდატი.

- საპრიზო ადგილებზე გასული მოჭადრაკეების შედეგებით გამოვლინდება 3 საუკეთესო რეგიონული

ფედერაცია შემდეგი ქულათა დათვლის სისტემით: I ადგილი - 10 ქულა, II ადგილი - 5 ქულა, III ადგილი - 3 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში საუკეთესო რეგიონი გამოვლინდება “ოლიმპიური სისტემით” (მედლების მიხედვით). I ადგილზე გასული რეგიონული ფედერაცია დაჯილდოვდება თასით და დიპლომით, II-III ადგილებზე კი დიპლომებით.

11. საერთო წესები:

- ტურის დაწყებიდან30 წუთზემეტის დაგვიანების შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება წაგება.

- ნებისმიერ მონაწილეს შესაბამისი პარტიის დასრულებიდან 15 წუთის განმავლობაში უფლება აქვს

გაასაჩივროს მსაჯთა კოლეგიის გადაწყვეტილება სააპელაციო კომიტეტში, რომელიც არჩეული იქნება

ტურნირის გახსნის ცერემონიალზე.

მონაწილე ვალდებულია წერილობით პროტესტთან ერთად საქართველოს ჭადრაკის ფედერაციაში

გადაიხადოს 20 ლარი, რომელიც პროტესტის დაკმაყოფილების შემთხვევაში უკან დაუბრუნდება.

  - არასაპატიო მიზეზით ტურნირის მიტოვების შემთხვევაში მონაწილე დისკვალიფიცირებული იქნება

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტის ბრძანების (#10. 20/01/2014 წ.) შესაბამისად.

ჩემპიონატში შესაძლებელია სპორტული თანრიგის შესრულება.

დირექტორი: საერთაშორისო ორგანიზატორი - დათო კოდუა

მთავარი მსაჯი:საერთაშორისო არბიტრი - მარგალიტა თანდაშვილი

 

  • Title: საქართველოს სასკოლო ჩემპიონატი 7, 9, 11 და 13 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის
  • Posted by:
  • Date: 29-12-2019 7:36 PM
  • Tags:
Top