930x90 Website name and slogan

Blogs

Sophie Nikoladze's picture

საქართველოს ვაჟთა 79-ე ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

28 იანვარი - 9 თებერვალი, 2020 წ. ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე

1. ორგანიზატორი:

   საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია.

2. ჩატარების ვადები და ადგილი:

    28.01-09.02.2020 წ. ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე.

3. სისტემა და დროის კონტროლი:

     ტურნირი ტარდება ფიდე-ს წესებით, ოლიმპიური სისტემით, 16 მონაწილეს შორის.

      თითოეულს 90 წუთი 40 სვლაზე, შემდეგ 30 წუთი პარტიის ბოლომდე, პირველი  სვლიდან

      ბოლომდე, ყოველ სვლაზე 30 წამის დამატებით.

4. განრიგი:

ტური

დღე

საათი

ტექნიკური შეხვედრა

28 იანვარი

15.00

გახსნა

29 იანვარი

14.30

მე-8 ფინალი      I ტური

29 იანვარი

15.00

II ტური

30 იანვარი

15.00

თაი-ბრეიქი

31 იანვარი

15.00

მე-4 ფინალი      I ტური

1 თებერვალი

15.00

II ტური

2 თებერვალი

15.00

თაი-ბრეიქი

3 თებერვალი

15.00

ნახევარფინალი I-IV და V-VIII ადგილი      I ტური

4 თებერვალი

15.00

II ტური

5 თებერვალი

15.00

თაი-ბრეიქი

6 თებერვალი

15.00

ფინალი I-II, III-IV, V-VI, VII-VIII ადგილი   I ტური

7 თებერვალი

15.00

II ტური

8 თებერვალი

15.00

თაი-ბრეიქი, დახურვა

9 თებერვალი

15.00

5. მონაწილენი:

     უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება აქვთ:

  1. 2019 წლის საქართველოს ვაჟთა 78-ე ჩემპიონატის I-III პრიზიორს;
  2. საქართველოს 2019 წლის ვაჟთა პირველი ეროვნული ნაკრების წევრებს;
  3. საქართველოს ვაჟთა 79-ე ჩემპიონატის I ლიგიდან I-V ადგილზე გასულ მოჭადრაკეებს;
  4. 5 საუკეთესო აქტიური რეიტინგის მქონე მოჭადრაკეებს (2019 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით);                                       
  5. უმაღლესი ლიგის ვაკანტური ადგილები შეივსება I ლიგიდან მომდევნო ადგილზე გასული მოჭადრაკით.

      უმაღლესი ლიგის მონაწილეებმა თავიანთი მონაწილეობა უნდა დაადასტურონ არაუგვიანეს                               

      2019 წლის 30 დეკემბრისა.

      უმაღლესი ლიგის მონაწილეთა კენჭისყრა ჩატარდება ფიდეს 01.01.2019 წლის რეიტინგ-სიით.

6.  გამარჯვებულთა გამოვლენა:

     გამარჯვებულები გამოვლინდებიან ძირითად მატჩებში ქულათა მეტი რაოდენობის მიხედვით.

     თაი-ბრეიქი: ძირითად მატჩებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში დაინიშნება:

- 2 პარტია - თითოეულს 25 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 10 წამის დამატებით.

თუ ეს მატჩი ფრედ დასრულდა, მაშინ- 2 პარტია - თითოეულს 10 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 10 წამის დამატებით.

 თუ ეს მატჩი ფრედ დასრულდა, მაშინ  - 2 პარტია - თითოეულს 5 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 3 წამის დამატებით.

თუ ეს მატჩი ფრედ დასრულდა, მაშინ  -  ”არმაგედონი” - 1 პარტია, შავებს ეძლევა 4 წუთი, თეთრებს 5 წუთი, ყაიმის შემთხვევაში

გამარჯვებულად გამოცხადდებიან შავები.

7.  კვალიფიკაცია: ტურნირში დაითვლება ფიდე-ს რეიტინგი.

8.  გამარჯვებულნი:

 - I ადგილზე გასული მოჭადრაკე დასახელდება საქართველოს ვაჟთა ნაკრების წევრობის კანდიდატად;

-I-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაფინანსდებიან 2020 წლის ევროპის  ვაჟთა ჩემპიონატზე;

-I-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაიშვებიან 2021 წლის საქართველოს ვაჟთა  80-ე ჩემპიონატის

      უმაღლეს ლიგაში.

9.  დაჯილდოება:

      - I ადგილზე გასული მოჭადრაკე დაჯილდოვდება თასით, მედლით და დიპლომით;

       - II–III ადგილზე გასული მოჭადრაკეები  დაჯილდოვდებიან  მედლით და დიპლომით;

       - I – VIII ადგილებზე გასულები - ფულადი პრიზებით.

10.  საპრიზო ფონდი: 29 500 ლარი.

         I  ადგილი      - 10 000 ლარი

         II  ადგილი      -  7 000 ლარი

         III  ადგილი     -  5 000 ლარი

         IV ადგილი      -  3 000 ლარი

         V ადგილი       -  2 000 ლარი

         VI  ადგილი     -  1 200 ლარი

         VII  ადგილი       -  800 ლარი

         VIII ადგილი       -  500 ლარი

        პრიზები იბეგრება მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით.

  11. საერთო წესები:

  -  ტურის დაწყებიდან  30 წუთზე მეტის დაგვიანების შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება წაგება.

 -  ყაიმზე შეთანხმება შესაძლებელია მხოლოდ 30-ე  სვლის შემდეგ.

 -  მონაწილის ტურნირიდან არასაპატიო მიზეზით გათიშვის შემთხვევაში გათვალისწინებულია 

 სანქციები საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტის ბრძანების (#10. 20/01/2014 წ.) შესაბამისად.

გაასაჩივროს მსაჯთა კოლეგიის გადაწყვეტილება სააპელაციო კომიტეტში, რომელიც არჩეული

იქნება ტურნირის გახსნის ცერემონიალზე.

მონაწილე ვალდებულია წერილობით პროტესტთან ერთად საქართველოს ჭადრაკის ფედერაციაში

გადაიხადოს 50 ლარი, რომელიც პროტესტის დაკმაყოფილების შემთხვევაში უკან დაუბრუნდება.

12. მონაწილეების ვალდებულებები:

- დრეს-კოდი: მონაწილე ვალდებულია ეცვას შესაბამისი ყოველდღიური ტანსაცმელი:

პერანგი საყელოთი, პიჯაკი, კლასიკური შარვალი. სათამაშო ზონაში არ დაიშვებიან მონაწილეები

სპორტული ტანსაცმლით და ფეხსაცმლით, ქუდით, ქურთუკით და არაკლასიკური ჯინსით.

  -  მედია აქტივობები: ყოველი პარტიის შემდეგ, ტურნირის მონაწილეები ვალდებულნი არიან 

დაუყოვნებლივ დააკმაყოფილონ ორგანიზატორის მოთხოვნა და მიიღონ  მონაწილეობა მოკლე

ინტერვიუებში. ასევე დაესწრონ ტურნირთან დაკავშირებულ ყველა ოფიციალურ ღონისძიებას,                         

მათ შორის გახსნა-დახურვას, სხვა ოფიციალურ მიღებებს.

მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი - ნანა ალექსანდრია

ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო ორგანიზატორი - დათო კოდუა. ელ-ფოსტა: geo.chess.event@gmail.com

                                                         

  • Title: საქართველოს ვაჟთა 79-ე ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა
  • Posted by:
  • Date: 29-12-2019 7:49 PM
  • Tags:
Top