930x90 Website name and slogan

Blogs

Sophie Nikoladze's picture

ფანცულაიას გამარჯვებით დასრულდა!

საქართველოს მრავალგზის ჩემპიონის, ლევან ფანცულაიას გამარჯვებით დასრულდა ჭადრაკის სასახლეში გამართული თბილისის თასი სწრაფ ჭადრაკში!

ფანცულაიამ 9-დან 7,5 ქულით პირველობა თორნიკე სანიკიძესთან ერთად გაინაწილა და დამატებითი მაჩვენებლებით  დაწინაურდა. მესამე ადგილზე 7 ქულით მიხეილ კეკელიძე გავიდა.

ქალთა შორის საუკეთესო შედეგი სოფიკო ხუხაშვილმა აჩვენა 6 ქულით, ნახევარი ქულით ნაკლები დააგროვა სალომე ხაჟომიამ, ხოლო მესამე შედეგი 5 ქულით მარიამ ჭოლაძემ დააფიქსირა.

50+ წლის ზემოთ ვაჟთა შორის საუკეთსო შედეგი ნიკოლოზ მანაგაძემ აჩვენა, ხოლო 65+ ზემოთ მიხეილ ჭიპაშვილმა.

50+ მოჭადრაკეთა შორის საუკეთესო იყო მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი ნონა გაფრინდაშვილი, ხოლო შემდეგ საფეხურზე მაკა ხანთაძე განთავსდა.

დებულება

ტექნიკური შედეგები

  • Title: ფანცულაიას გამარჯვებით დასრულდა!
  • Posted by:
  • Date: 31-12-2019 4:31 PM
  • Tags:
Top