930x90 Website name and slogan

Blogs

Sophie Nikoladze's picture

დაძაბულ ბრძოლაში...

 

თბილისის ჭადრაკის სასახლეში საქართველოს სასკოლო ჩემპიონატი (07;09;11;13 წწ.) დასრულდა.

ჩემპიონატზე მონაწილეთა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა! ასპარეზობაზე საქართველოს თითქმის ყველა რეგიონის 234(!) მოჭადრაკე მონაწილეობდა.
ჩემპიონატი 8 ტურნირად გაიმართა:07;09;11 და 13 წლამდე ასაკობრივ კატეგორიებში როგორც გოგონათა ასევე ჭაბუკებს შორის.

საკუთარ ასაკობრივ კატეგორიებში გამარჯვებული მოზარდები ევროპის სასკოლო ჩემპიონატის საგზურით დაჯილდოვდნენ.

ჩემპიონატმა ძალიან საინტერესოდ და დაძაბულად ჩაიარა. პრაქტიკულად ყველა ასაკობრივ კატეგორიაში საპრიზო სამეულისათვის ბრძოლა ბოლომდე მიმდინარეობდა.

განსაკუთრებით აღსანიშნავია 7 წლამდე გოგონებში  მოასპარეზე ბარბარე შონიას 9-დან 9 გამარჯვება!ბოლო ტურამდე გაინაღდა ჩემპიონობა 9 წლამდე მოთამაშე ბარბარე აშოთიამ - 9-დან 8,5 ქულით (ქუთაისი)! ასევე, 9-დან 8,5 ქულით მოიპოვა უძლიერესის ტიტული 7წლის ლუკა გოგავამ(ბაღდათი)!

დებულება

ფოტოგალერეა

 

7 წლამდე  გოგონები:

I    ადგილი  -  ბარბარე შონია (ბორჯომი;უშანგი ჯანგირაშვილი) – 9 ქულა;

II  ადგილი - ემილ ბუაძე (ქუთაისი; ხათუნა გუბელაძე) – 8 ქულა;

III  ადგილი - ნია ბახტაძე (თბილისი; მირანდა ცინარიძე) – 6 ქულა;

 

7 წლამდე  ბიჭები:

I    ადგილი - ლუკა გოგავა (ბაღდათი; მურმან ესაძე)-8,5 ქულა;

II  ადგილი - თენგიზ ბეჭვაია (ზუგდიდი; რ.იზორია) – 6,5 ქულა;

III  ადგილი - იოანე სვანიძე (ქუთაისი; ნანა ჭეფხოძე) – 6,5 ქულა;

 

9 წლამდე  გოგონები:

I    ადგილი - ბარბარე  აშოთია (ქუთაისი; გია მენაბდე) – 8,5 ქულა;

II  ადგილი - მარიამ  ცაციაშვილი (გორი; ოთარ დოლიძე) – 6,5 ქულა;

III  ადგილი - ანასტასია ქუთათელაძე (ქუთაისი; ინგა კიკვიძე) – 6 ქულა;

 

9 წლამდე  ბიჭები:

I    ადგილი - ანდრია კვირიაშვილი (თბილისი;იოსებ კვირიაშვილი) – 7,5 ქულა;

II  ადგილი - დავით თათვიძე (ქუთაისი; ნანა ჭეფხოძე) – 7 ქულა;

III  ადგილი - დათა ყალაბეგაშვილი (გურჯაანი;ვანო მინდორაშვილი) – 6,5 ქულა;

 

11 წლამდე  გოგონები:

I    ადგილი - ანასტასია კირთაძე (ქუთაისი; ნიკოლოზ მანაგაძე) – 8 ქულა;

II  ადგილი - მარიამ ცეცხლაძე (ბათუმი; ლეონიდ ნეურონოვი) – 8 ქულა;

III  ადგილი - ანასტასია პატარიძე (ქუთაისი; გია მენაბდე) – 6 ქულა;

 

11 წლამდე  ბიჭები:

I    ადგილი - გიორგი გოგოლაშვილი (თბილისი;გიორგი ხომერიკი)- 8 ქულა;

II  ადგილი - გიორგი გიორგაძე (ქუთაისი; ნიკოლოზ მანაგაძე) – 6,5 ქულა;

III  ადგილი - ლუკა კილაძე (თბილისი;დავით ზარქუა) – 6,5 ქულა;

 

13 წლამდე  გოგონები:

I    ადგილი  - ვერონიკა ტყეშელაშვილი (ქუთაისი; მურმან ესაძე) – 7,5 ქულა;

II  ადგილი - ბარბარე ცირეკიძე (ქუთაისი; ნიკოლოზ მანაგაძე) – 6,5 ქულა;

III  ადგილი - ანა სანიკიძე (ფოთი;გოჩა ჩაჩუა) – 6 ქულა;

 

13 წლამდე  ბიჭები: 

I    ადგილი - ნიკოლოზ შამათავა (ზუგდიდი;მადონა ბოკუჩავა) – 7,5 ქულა;

II  ადგილი - დავით გოცირიძე (თბილისი;გიორგი მაჭარაშვილი) – 7 ქულა;

III  ადგილი - დენიელ საფაროვი ((თბილისი;გიორგი ბაგატუროვი) – 7 ქულა;

 

  • Title: დაძაბულ ბრძოლაში...
  • Posted by:
  • Date: 29-01-2020 12:01 AM
  • Tags:
Top