930x90 Website name and slogan

Blogs

Sophie Nikoladze's picture

ლუკა პაიჭაძის გამარჯვებით დასრულდა!

საქართველოს ნაკრების წევრის, ლუკა პაიჭაძის გამარჯვებით დასრულდა ჭადრაკის სასახლეში საქართველოს ვაჟთა 79-ე პირველობა.გამარჯვებულმა ფინალში 1,5:0,5 თორნიკე სანიკიძე დაამარცხა და მეორედ მოიპოვა ქვეყნის ჩემპიონის ტიტული (პირველად 2017წელს).

მესამე ადგილისათვის ბრძოლაში კონსტანტინე შანავამ  ლევან ფანცულაია დაამარცხა.

საბოლოო სატურნირო შედეგები:

I     ადგილი - ლუკა პაიჭაძე

II    ადგილი - თორნიკე სანიკიძე

III   ადგილი - კონსტანტინე შანავა

IV  ადგილი - ლევან ფანცულაია

V   ადგილი - მერაბ გაგუნაშვილი

VI  ადგილი - დავიდ არუთინიანი

VII ადგილი - გაიოზ ნიგალიძე

VIII ადგილი - ბაჩანა მორჩიაშვილი.

ჩემპიონატის საზეიმო დახურვაზე გამარჯვებულები დააჯილდოეს: საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გია გიორგაძემ და ევროპაბეთის მარკეტინგის დირექტორმა ლაშა გოგუამ.

ევროპაბეთი 2020 წლიდან საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პარტნიორია და ამასთანავე, საქართველოს ვაჟთა  ჩემპიონატის სპონსორიც გახლდათ.  

ჩემპიონატი 16 მონაწილეს შორის ოლიმპიური სისტემით გაიმართა. ასპარეზობის საპრიზო ფონდი 29 500 ლარს შეადგენდა.

I-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაფინანსდებიან 2020 წლის ევროპის  ვაჟთა ჩემპიონატზე, რომელსაც 17-30 მაისს, სლოვენიის პოდჩეტრტეკი უმასპინძლებს.

დებულება

ფოტოგალერეა

  • Title: ლუკა პაიჭაძის გამარჯვებით დასრულდა!
  • Posted by:
  • Date: 10-02-2020 5:42 PM
  • Tags:
Top