930x90 Website name and slogan

Blogs

Sophie Nikoladze's picture

ერთად ვებრძოლოთ COVID-19!

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია მოგიწოდებთ გავითვალისწინოთ ექიმების რეკომენდაციები და სახლში დარჩეთ!   

სამთავრობო კომისიის რეკომენდაციის გათვალისწინებით გადაიდო ფედერაციის კალენდრით გათვალისწინებული ტურნირები.

შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე კარანტინში, თვითიზოლაციაში,   სახლში ყოფნა უფრო საინტერესო რომ გახდეს...

ვიწყებთ ელვისებურ ჭადრაკში ‘ონლაინ’ ტურნირების პროექტს მსოფლიოში პოპულარული აპლიკაციის: chess.com - ის პლატფორმაზე ფედერაციის გვერდის (https://www.chess.com/club/georgian-chess-federation) გამოყენებით.

ფედერაცია ყოველდღიურად გთავაზობთ ტურნირებს ელვისებურ ჭადრაკში სხვადასხვა სარეიტინგო კატეგორიებში. საპრიზო ადგილებზე გასული მოჭადრაკეები კი დაჯილდოვდებიან შესაბამისი პრიზებით. (ბავშვებისათვის ჭადრაკი tv –ს გადაცემაში საჭადრაკო გაკვეთილებზე დასწრება; მოყვარულთათვის ჭადრაკი tv –ს გადაცემა ‘ჭადრაკი და ხელოვნება’ მონაწილეობა; ონლაინ გაკვეთილი დიდოსტატთან, ონლაინ თამაში დიდოსტატთან და სხვა საინტერესო სიურპრიზები)

პირველი ღია ტურნირი ელვისებურ ჭადრაკში გაიმართება 22 მარტს, 18:00 საათზე.

ტურნირში მონაწილეობის მისაღებად უნდა  დარეგისტრირდეთ: www.chess.com  და გაწევრიანდეთ ფედერაციის მიერ შექმნილ

‘ონლაინ კლუბში’ https://www.chess.com/club/georgian-chess-federation).

რეგისტრაციისას გთხოვთ გამოიყენოთ რეალური ვინაობა, რომელიც გაგვიადვილებს თქვენს იდენტიფიცირებას, რაც მნიშვნელოვანია პრიზის გადასაცემად.

ამავე გვერდზე იხილავთ დაწვრილებით ინფორმაციას თითოეულ ტურნირზე.

  • Title: ერთად ვებრძოლოთ COVID-19!
  • Posted by:
  • Date: 18-03-2020 5:23 PM
  • Tags:
Top