
საერთაშორისო დიდოსტატის დავით მაღალაშვილის გამარჯვებით დასრულდა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის მიერ ორგანიზებული პირველი ‘ონლაინ’ ტურნირი ელვისებურ ჭადრაკში! გორელმა მოჭადრაკემ 9-დან 8,5 (!) ქულა დააგროვა და მიუწვდომელი აღმოჩნდა მეტოქეებისათვის. გამარჯვებულს ნახევარი ქულით ჩამორჩნენ: საერთაშორისო დიდოსტატი მერი არაბიძე და ფიდეს ოსტატი ირაკლი ახვლედიანი.
ასპარეზობა 142 მონაწილეს შორის შვეიცარული სისტემით 9 ტურად გაიმართა და საკმაოდ წარმომადგენლობითი გახლდათ.

- Title: მაღალაშვილის გამარჯვებით დასრულდა!
- Posted by:
- Date: 23-03-2020 1:45 AM
- Tags: