930x90 Website name and slogan

Blogs

Sophie Nikoladze's picture

ონლაინ ტურნირები ელვისებურ ჭადრაკში

 

 

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

1 - 30 აპრილი, 2020 წ.

1. მიზანი და ამოცანები: საქართველოში ჭადრაკის შემდგომი პოპულარიზაცია.

    მსოფლიო პანდემიადან გამომდინარე შეწყვეტილი სატურნირო აქტივობების ონლაინ სივრცეში   გადატანა.

2. ჩატარების  ვადები  და  ადგილი:

    1 - 30 აპრილი, ინტერნეტ ონლაინ სივრცე www.chess.com.

3. ტურნირები:

  - ონლაინ დიდოსტატთა დახურული ტურნირები - 4 ტურნირი (კვირაში ერთი);

 - ონლაინ ღია ტურნირები - 30 ტურნირი (ყოველდღიური).

4.  მონაწილენი:

- ონლაინ დიდოსტატთა დახურულ ტურნირებში დაიშვება მხოლოდ მოწვეული საერთაშორისო წოდების

  მოჭადრაკეები.

- ონლაინ ღია ტურნირებში დაიშვება ნებისმიერი მსურველი მოჭადრაკე.

5.  სისტემა  და  დროის  კონტროლი:

   - დიდოსტატთა დახურულ ტურნირები გაიმართება ფიდეს წესებით, შვეიცარიული სისტემით 13 ტურად. აუცილებლობის შემთხვევაში ტურნირის ჩატარების სისტემას განსაზღვრავს ორგანიზატორი. 

      თითოეულს 3 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 2 წამის დამატებით.

   - ღია ტურნირები გაიმართება ფიდეს წესებით, შვეიცარიული სისტემით 11 ტურად. აუცილებლობის შემთხვევაში ტურნირის ჩატარების სისტემას განსაზღვრავს ორგანიზატორი. 

      თითოეულს 3 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 2 წამის დამატებით.

 

6.  პრიზები:

- ონლაინ დიდოსტატთა დახურული ტურნირებში 1-3 ადგილებზე გასული მოჭადრაკეები

დაჯილდოვდებიან თითოეულ ტურნირში, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული

გადასახადების გამოკლებით,

ფულადი პრიზებით:

I ადგილი - 100 ლარი;

II ადგილი - 70 ლარი;

III ადგილი - 50 ლარი;

ქალთა შორის I ადგილი - 60 ლარი.

- ონლაინ ღია ტურნირებში I-III  ადგილებზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან:

I ადგილი - საჭადრაკო წიგნი + საჭადრაკო სუვენირი;

II ადგილი - საჭადრაკო წიგნი+ საჭადრაკო სუვენირი;

III ადგილი - საჭადრაკო წიგნი+ საჭადრაკო სუვენირი.

ტურნირების ორგანიზატორი საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია.

  • Title: ონლაინ ტურნირები ელვისებურ ჭადრაკში
  • Posted by:
  • Date: 28-03-2020 2:51 PM
  • Tags:
Top