
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
1 - 30 აპრილი, 2020 წ.
1. მიზანი და ამოცანები: საქართველოში ჭადრაკის შემდგომი პოპულარიზაცია.
მსოფლიო პანდემიადან გამომდინარე შეწყვეტილი სატურნირო აქტივობების ონლაინ სივრცეში გადატანა.
2. ჩატარების ვადები და ადგილი:
1 - 30 აპრილი, ინტერნეტ ონლაინ სივრცე www.chess.com.
3. ტურნირები:
- ონლაინ დიდოსტატთა დახურული ტურნირები - 4 ტურნირი (კვირაში ერთი);
- ონლაინ ღია ტურნირები - 30 ტურნირი (ყოველდღიური).
4. მონაწილენი:
- ონლაინ დიდოსტატთა დახურულ ტურნირებში დაიშვება მხოლოდ მოწვეული საერთაშორისო წოდების
მოჭადრაკეები.
- ონლაინ ღია ტურნირებში დაიშვება ნებისმიერი მსურველი მოჭადრაკე.
5. სისტემა და დროის კონტროლი:
- დიდოსტატთა დახურულ ტურნირები გაიმართება ფიდეს წესებით, შვეიცარიული სისტემით 13 ტურად. აუცილებლობის შემთხვევაში ტურნირის ჩატარების სისტემას განსაზღვრავს ორგანიზატორი.
თითოეულს 3 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 2 წამის დამატებით.
- ღია ტურნირები გაიმართება ფიდეს წესებით, შვეიცარიული სისტემით 11 ტურად. აუცილებლობის შემთხვევაში ტურნირის ჩატარების სისტემას განსაზღვრავს ორგანიზატორი.
თითოეულს 3 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 2 წამის დამატებით.
6. პრიზები:
- ონლაინ დიდოსტატთა დახურული ტურნირებში 1-3 ადგილებზე გასული მოჭადრაკეები
დაჯილდოვდებიან თითოეულ ტურნირში, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული
გადასახადების გამოკლებით,
ფულადი პრიზებით:
I ადგილი - 100 ლარი;
II ადგილი - 70 ლარი;
III ადგილი - 50 ლარი;
ქალთა შორის I ადგილი - 60 ლარი.
- ონლაინ ღია ტურნირებში I-III ადგილებზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან:
I ადგილი - საჭადრაკო წიგნი + საჭადრაკო სუვენირი;
II ადგილი - საჭადრაკო წიგნი+ საჭადრაკო სუვენირი;
III ადგილი - საჭადრაკო წიგნი+ საჭადრაკო სუვენირი.
ტურნირების ორგანიზატორი საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია.

- Title: ონლაინ ტურნირები ელვისებურ ჭადრაკში
- Posted by:
- Date: 28-03-2020 2:51 PM
- Tags: