930x90 Website name and slogan

Blogs

Sophie Nikoladze's picture

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციისა და Chess.com-ის ადმინისტრაციის შეთანხმებით, საქართველოს პირველ ონლაინ ჩემპიონატს მონიტორინგს გაუწევს Chess.com-ის ‘ანტი-ჩითინგის’ საუკეთესო  გუნდი. პარტიები გაირჩევა Chess.com-ის გუნდის მიერ და საბოლოო შედეგის გამოსაცხადებლად საჭიროა  გარკვეული დრო.

შეგახსენებთ, დებულების შესაბამისად - მონაწილენი ვალდებულნი არიან დაიცვან Chess.com - ის საზოგადოების წესები და პრინციპები.

მოჭადრაკე მიიღებს დისკვალიფიკაციას თუ აღმოჩნდება, რომ მან ისარგებლა დახმარებით ტურნირის მსვლელობის დროს (კომპიუტერული პროგრამა; IP მისამართის (ქვეყანა) კონტროლი). ის დაიბლოკება პორტალ: Chess.com - ზე და საპრიზო ადგილზე გასვლის შემთხვევაში ვერ მიიღებს ფულად პრიზს;

სამართლიანი თამაშის წესების დაცვის მიზნით, Chess.com -ის ადმინისტრაციას მივაწოდეთ ყველა მონაწილის მონაცემები.

საპრიზო ადგილზე გასულმა მოჭადრაკეებმა უნდა გამოაგზავნონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის და საბანკო ანგარიშის ასლი.

  • Title: გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
  • Posted by:
  • Date: 22-04-2020 4:55 PM
  • Tags:
Top