930x90 Website name and slogan

Blogs

Sophie Nikoladze's picture

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის გამგეობის სხდომის ოქმი # 4

13.09.2019 წ. 

სხდომას ესწრებოდნენ:  წევრები: გ. გიორგაძე, ზ. მიქაძე, აკ.იაშვილი, ვ. გაფრინდაშვილი,               

                 დ. გურგენიძე, გ. მაჭარაშვილი, ე. ზენაიშვილი, ლ.ჯანჯღავა, ხ.სუპატაშვილი,                    

                 ს. გვეტაძე, მ. მილორავა,  მ. ლომინეიშვილი, დ. კოდუა.

                 მოწვეული სტუმრის სტატუსით: დ. ზარქუა, გ. უჩუმბეგაშვილი.

                 სხდომის მდივანი: მ. თანდაშვილი.

 

      დღის წესრიგი:

 

  1. ქალთა ევროპის ჩემპიონატის შედეგების შეფასება / ს. გვეტაძე/;
  2. მსოფლიოს სასკოლო ჩემპიონატის შედეგების შეფასება /დ.კოდუა/;
  3. საქართველოს ჩემპიონატი 8-18 წ.წ. ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის  შედეგების შეფასება /დ.კოდუა/;
  4. მსოფლიო ჩემპიონატის პრეტენდენტთა ტურნირის შედეგების შეფასება / ხ. სუპატაშვილი/;
  5. ევროპის სასკოლო ჩემპიონატის შედეგების შეფასება /დ.ზარქუა/;
  6. საქართველოს მე-2 კორპორატიული ჩემპიონატის შედეგების შეფასება /გ. უჩუმბეგაშვილი/;                                         
  7. ევროპის ჩემპიონატის 8-18 წ.წ. ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის  შედეგების შეფასება

/ლ.ჯანჯღავა/;

  1. საჭადრაკო კომპოზიტორთა მსოფლიო კონგრესის შედეგების შეფასება /დ/გურგენიძე/;
  2. მსოფლიოს ჩემპიონატის 8,10,12 წ.წ. ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის შედეგების შეფასება                   /გ. მაჭარაშვილი/;
  3. მსოფლიოს 16 წ. ოლიმპიადისთვის მზადების შესახებ (შემადგენლობის დამტკიცება)                               /დ. კოდუა/;
  4.  ევროპის გუნდური ჩემპიონატის ვაჟთა და ქალთა მე-2 ნაკრებების შემადგენლობების დამტკიცება, ქალთა და ვაჟთა კომისიების წინადადებების განხილვა /ვაჟთა-ვ. გაფრინდაშვილი, ზ.სტურუა, ქალთა- ს. გვეტაძე, მ.ლომინეიშვილი/;
  5. სხვადასხვა:

ა) დ. არუთინიანის საქართველოს დამსახურებულ მწვრთნელის წოდებაზე წარდგენა /დ. კოდუა/;

ბ) ი. გეთიასთვის  B კატეგორიის მწვრთნელის წოდების მინიჭების შესახებ /დ. კოდუა/;

გ) ხ.გუბელაძისთვის  B კატეგორიის მწვრთნელის წოდების მინიჭების შესახებ /დ. კოდუა/;

დ) ს.გურამიშვილის  ფედერაციის შეცვლასთან დაკავშირებით განცხადების განხილვა /გ.გიორგაძე/;

ე) რეჟისორ გიორგი თორაძის განცხადების განხილვა (ჭადრაკზე დოკუმენტური ფილმის გადაღებასთან დაკავშირებით დახმარების შესახებ) /გ.გიორგაძე/;

ვ) საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების წევრთა განცხადება, საქართველოს ქალთა ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ვადებთან დაკავშირებით / ს. გვეტაძე/.

 

გამგეობის გადაწყვეტილება:

  1. ევროპის ქალთა ინდივიდუალურ ჩემპიონატზე ქართველ მოჭადრაკეთა გამოსვლა შეფასდეს არადამაკმაყოფილებლად. დაევალოს ქალთა კომისიას, კომისიის ფარგლებში იმსჯელოს გამომწვევ მიზეზებზე და შემდეგ გამგეობაზე წარმოადგინოს წინადადებები;
  2. მსოფლიოს სასკოლო ჩემპიონატზე ქართველ მოჭადრაკეთა გამოსვლა შეფასდეს დადებითად;
  3. საქართველოს ჩემპიონატის 8-18 წ.წ. ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის  გაწეული საორგანიზაციო მუშაობა შეფასდეს დამაკმაყოფილებლად;
  4. მსოფლიო ჩემპიონატის პრეტენდენტთა ტურნირზე ნ. ძაგნიძის გამოსვლა შეფასდეს არადამაკმაყოფილებლად;
  5. ევროპის სასკოლო ჩემპიონატზე ქართველ მოჭადრაკეთა გამოსვლა შეფასდეს წარმატებულად;
  6. ინფორმაცია საქართველოს მე-2 კორპორატიული ჩემპიონატის ჩატარების შესახებ მიღებულ იქნას ცნობად;
  7. ევროპის ჩემპიონატზე 8-18 წ.წ. ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის  ქართველ მოჭადრაკეთა გამოსვლა შეფასდეს  დამაკმაყოფილებლად;
  8. ინფორმაცია საჭადრაკო კომპოზიტორთა მსოფლიო კონგრესის ჩატარების შესახებ მიღებულ იქნას ცნობად;
  9. მსოფლიოს ჩემპიონატზე 8,10,12 წ.წ. ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის  ქართველ მოჭადრაკეთა შედეგები: ა. კირთაძის გამოსვლა შეფასდეს წარმატებულად, ხოლო დანარჩენების -  არადამაკმაყოფილებლად;

 

  1. მსოფლიოს 16 წ. ოლიმპიადაზე საქართველოდან მონაწილეობა მიიღოს გოგონათა გუნდმა, შემდეგი შემადგენლობით:
  2. ლომაია დ.
  3. ფიფია ე.
  4. წოწონავა ე.
  5. დონღვანი ნ.
  6. ესაძე თ.

მწვრთნელის ვინაობა დადგინდეს მოგვიანებით.

  1. ევროპის გუნდური ჩემპიონატის ვაჟთა და ქალთა მე-2 ნაკრებების შემადგენლობები დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით:

ვაჟთა მე-2 ნაკრები:

  1. თუთისანი ნ.
  2. სიბაშვილი გ.
  3. პეტრიაშვილი ნ.
  4. კაჭარავა ნ.
  5. ობოლაძე ლ.

კაპიტანი-მწვრთნელი- ზ. სტურუა.

ქალთა მე-2 ნაკრები:

  1. ბაციშვილი ნ.
  2. ხუხაშვილი ს.
  3. წაწალაშვილი ქ.
  4. ხომერიკი ნ.
  5. გვეტაძე ს.

  სათადარიგო:

1.ჭარხალაშვილი ი.

2.მიქაძე მ.

კაპიტანი-მწვრთნელი-მ. ლომინეიშვილი.

  1. სხვადასხვა:

    ა) წარდგენილ იქნას დ. არუთინიანი განათლების, მეცნიერების,  კულტურისა და  

    სპორტის სამინისტროში საქართველოს  დამსახურებულ მწვრთნელის  წოდების 

      მისანიჭებლად;

  ბ)-გ) ი. გეთიასთვის  და  ხ.გუბელაძისთვის  B კატეგორიის მწვრთნელის წოდების

      მინიჭების შესახებ, საკითხის გადაწყვეტა დაევალოს მწვრთნელთა /ახალგაზრდებისა და

      ბავშვთა კომისიას;

  დ) ს.გურამიშვილის  თხოვნა ფედერაციის შეცვლასთან დაკავშირებით დაკმაყოფილდეს;

   ე) რეჟისორ გიორგი თორაძის თხოვნა, ჭადრაკზე დოკუმენტური ფილმის გადაღებასთან

       დაკავშირებით დახმარების შესახებ არ დაკმაყოფილდეს, საქართველოს ჭადრაკის

       ფედერაციის ბიუჯეტში თანხის არ ქონის გამო.

 სხდომის თავავმჯდომარე:   გიორგი გიორგაძე

მდივანი:   მარგალიტა თანდაშვილი

  • Title: საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის გამგეობის სხდომის ოქმი # 4
  • Posted by:
  • Date: 01-05-2020 10:00 PM
  • Tags:
Top