930x90 Website name and slogan

Blogs

Sophie Nikoladze's picture

ქართველმა მოჭადრაკეებმა ამჯერზე ბერძნები დაჯაბნეს!

მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა. ამჯერზე მათი მეტოქე ბერძენთა ნაკრები გახლდათ. პირველივე სამატჩო დღეს ჩვენებმა დამაჯერებლად გაიმარჯვეს: 63-49!

განსაკუთრებით გამოიჩინეს თავი და 4-დან 4 ქულა დააგროვეს:

კატო ფიფიამ, ნია დონღვანმა, ლუკა კილაძემ და კესარია მგელაძემ. ასევე დანაკარგის გარეშე იასპარეზა მართა სორდიამ - 2-დან 2 ქულა.

 4 შეხვედრიდან მხოლოდ ნახევარი ქულა დაუთეს მეტოქეებს: თამარ ესაძემ და დავით ნემსაძემ.

თითოეული გუნდის შემადგენლობაში: 10;12;14;16;18 წლამდე  3-3 გოგონა და ჭაბუკი.

შეხვედრათა რეგლამენტი: 2-2 პარტია ( 15 წუთი+10 წამი და 3 წუთი+2 წამი); მატჩები გაიმართება: 12 და14 მაისს,  საჭადრაკო პლატფორმა:chess.com -ზე.

გუნდის შემადგენლობა:

ჭაბუკები U18

ნიკოლოზ პეტრიაშვილი, ლუკა ობოლაძე, შოთა ხოდაშნელი, აკაკი ღაჭავა;                        

გოგონები  U18

კატო ფიფია, ელენე წოწონავა, თამარი ესაძე;

ჭაბუკები  U16

ნიკოლოზ კაჭარავა, ჯაბა ადამია, დავით ცქიფურიშვილი, აკაკი ყალიჩავა; ზურაბ გონგლიაშვილი, გიორგი ნაყოფია;

გოგონები  U16 

დიანა ლომაია, ნია დონღვანი, რუსუდან მაღლაკელიძე;

ჭაბუკები U14

დენიელ საფაროვი, ერეკლე ჯიშკარიანი, ნიკოლოზ დარსაძე, თორნიკე კუპატაძე;

გოგონები U14

ბარბარე ცირეკიძე, ანა მამარდაშვილი, მარიამ სიჭინავა, მარიამ დოლაკიძე, ლიზი კონიაძე, ანა მაჭარაშვილი;

ჭაბუკები U12

ნიკოლოზ შამათავა, დავით ნემსაძე, ლუკა კილაძე, გიორგი გიორგაძე, გიორგი გოგოლაშვილი, კახაბერ კიზირია;

გოგონებიU12

ანასტასია კირთაძე,მარიამ ცეცხლაძე, მარიამ გვათუა, ანა სანიკიძე, ანასტასია პატარიძე;

ჭაბუკები U10

ანდრია კვირიაშვილი, ბექა წვერავა, დავით თათვიძე, დათა ყალაბეგაშვილი,  გაბრიელ გაბადაძე ;               

გოგონები U10

კესარია  მგელაძე, მართა ძნელაძე, მართა სორდია, მარიამ კალანდაძე, ანასტასია ქუთათელაძე, მარიამ ცაციაშვილი;

 

        

 

 

  • Title: ქართველმა მოჭადრაკეებმა ამჯერზე ბერძნები დაჯაბნეს!
  • Posted by:
  • Date: 13-05-2020 11:32 PM
  • Tags:
Top