930x90 Website name and slogan

Blogs

Sophie Nikoladze's picture

გიგა ყუფარაძის გამარჯვებით დასრულდა!

საქართველოს მრავალგზის ჩემპიონის და პრიზიორის, სწრაფ ჭადრაკში ქართული გრან პრის მრავალგზის გამარჯვებულის, საერთაშორისო დიდოსტატის, გიგა ყუფარაძის გამარჯვებით დასრულდა chess.com-ზე გამართული რიგით მეშვიდე დახურული ტურნირი ელვისებურ ჭადრაკში!

გამარჯვებულმა 9-დან 8 ქულა დაგროვა და ერთი ქულით გაასწრო კონკურენტებს. 7 ქულით და უკეთესი კოეფიციენტით მეორე საპრიზო ადგილზე ახალგაზრდა,საერთაშორისო ოსტატი ნიკოლოზ კაჭარავა გავიდა.ხოლო, მესამეზე ასევე  საერთაშორისო ოსტატი ბაჩანა მორჩიაშვილი.

ქალთა შორის კი საუკეთესო შედეგი  საერთაშორისო დიდოსტატმა მერი არაბიძემ დააფიქსირა,

ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 9 ტურად გაიმართა და მისი საპრიზო ფონდი 280 ლარს შეადგენდა.

სატურნირო ცხრილი

  • Title: გიგა ყუფარაძის გამარჯვებით დასრულდა!
  • Posted by:
  • Date: 18-05-2020 4:17 PM
  • Tags:
Top