930x90 Website name and slogan

Blogs

Sophie Nikoladze's picture

რიგით მერვე...

კვირას, 24 მაისს, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ეგიდით გამართულ მორიგ,  დახურულ  ტურნირზე, საჭადრაკო თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით  დებულებაში განხორციელდა ცვლილება -  მხოლოდ ის მოჭადრაკეები მიიღებენ ფულად პრიზებს,  რომლებიც ტურნირის მსვლელობის დროს სრულად ჩაერთვებიან ვიდეო ჯგუფში Zoom - ის მეშვეობით.

საჭადრაკო პლატფორმაზე: chess.com გამართული რიგით მერვე დახურული ტურნირი ელვისებურ ჭადრაკში საერთაშორისო ოსტატ ბაჩანა მორჩიაშვილის გამარჯვებით დასრულდა. ვინაიდან, მორჩიაშვილი  Zoom-ში არ იყო ჩართული, ტურნირის გამარჯვებულად საერთაშორისო დიდოსტატი, მერაბ გაგუნაშვილი გამოცხადდა.

გაგუნაშვილმა 6-დან 4 ქულა დააგროვა და პირველობა დავით მაღალაშვილსა და დიანა ლომაისთან ერთად გაინაწილა.დამატებითი მაჩვენებლებით მეორე ადგილზე მაღალაშვილი, ხოლო მესამეზე ლომაია გავიდა.ვინაიდან, ლომაიამ ქალთა შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა და შესაბამისი პრიზითაც დაჯილდოვდა, ვაჟთა მესამე პრიზი  მეოთხე ადგილზე გასულმა  ნიკოლოზ პეტრიაშვილმა  დაისაკუთრა.

ტექნიკური შედეგი

  • Title: რიგით მერვე...
  • Posted by:
  • Date: 25-05-2020 10:21 PM
  • Tags:
Top