930x90 Website name and slogan

Blogs

Sophie Nikoladze's picture

მაია ჩიბურდანიძის თასი 2020

 

 

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

 

 

1.ჩატარების ვადები და ადგილი: 26 ივლისი - 13 სექტემბერი, საერთაშორისო საჭადრაკო პლატფორმა: www.chess.com.

2. მიზანი და ამოცანები: ჭადრაკის შემდგომი პოპულარიზაცია ქართულ ონლაინ სივრცეში.

ორგანიზატორი: ჭადრაკის დედოფლის აკადემია

3. ტურნირები:
- I ტურნირი – 26 ივლისი, 14.30სთ
- II ტურნირი – 9 აგვისტო, 14.30სთ
- III ტურნირი – 23 აგვისტო, 14.30სთ
- IV ტურნირი – 6 სექტემბერი, 14.30სთ
- V ტურნირი – ნახევარფინალური და ფინალური მატჩები მაია ჩიბურდანიძის თასზე – 13 სექტემბერი, 14.30სთ

4. მონაწილეობის პირობები:
- ონლაინ-ტურნირებში დაიშვება ნებისმიერი მოჭადრაკე, ვინც გაწევრიანებული იქნება chess.com-ზე არსებულ ჯგუფში ‘Maya Chiburdanidze Club’. https://www.chess.com/club/maya-chiburdanidze-club/join

- ტურნირის მსვლელობისას მონაწილეები უნდა ჩაერთონ ‘ZOOM’ -ის საკონფერენციო ოთახში.

- ნახევარფინალში გასასვლელად აუცილებელია ოთხიდან სამი ტურნირის თამაში.

- საუკეთესო ოთხეულის გამოსავლენად დაითვლება 3 ტურნირში აღებული საუკეთესო ქულათა ჯამი. იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული ქულათა ჯამი თანაბარია, დაითვლება 3 საუკეთესო ტურნირის ზონებორნ-ბერგერის კოეფიციენტის ჯამი.

- ნახევარფინალური და ფინალური 4-პარტიანი მატჩები გაიმართება ოთხ მოჭადრაკეს შორის 13 სექტემბერს, დროის იგივე კონტროლით, სადაც გამოვლინდებიან თასის მფლობელი და პრიზიორები.

5. სისტემა და დროის კონტროლი:
- თითოეული ღია ტურნირი გაიმართება ფიდეს წესებით, შვეიცარიული სისტემით 13 ტურად.

- მონაწილეებს ეძლევათ 3 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 2 წამის დამატებით.

- აუცილებლობის შემთხვევაში ტურნირის ჩატარების სისტემას განსაზღვრავს ორგანიზატორი.

6. პრიზები:
ონლაინ-ღია ტურნირებში I - V ადგილზე გასული მოჭადრაკეები თითოეულ ტურნირში დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზებით, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გამოკლებით.

თითოეული ტურნირის საპრიზო ფონდი: 500 ლარი

I ადგილი - 150 ლარი;
II ადგილი - 120 ლარი;
III ადგილი - 100 ლარი;
IV ადგილი - 80 ლარი;
V ადგილი - 50 ლარი

ნახევარფინალისა და ფინალის საპრიზო ფონდი: 700 ლარი

I ადგილი - 250 ლარი + თასი;
II ადგილი - 200 ლარი;
III ადგილი - 150 ლარი;
IV ადგილი - 100 ლარი;

რეგისტრაცია:  13.30-დან

  • Title: მაია ჩიბურდანიძის თასი 2020
  • Posted by:
  • Date: 02-07-2020 11:38 PM
  • Tags:
Top