930x90 Website name and slogan

Blogs

Sophie Nikoladze's picture

მაია ჩიბურდანიძის თასი 2020 -U13

 

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

1. მიზანი და ამოცანები: ჭადრაკის შემდგომი პოპულარიზაცია ქართულ ონლაინ სივრცეში.

2. ჩატარების ვადები და ადგილი: 6 სექტემბერი - 20 სექტემბერი, საერთაშორისო საჭადრაკო პლატფორმა: www.chess.com.

ორგანიზატორი: ჭადრაკის დედოფლის აკადემია

3. ტურნირები:
- I ტურნირი – 6 სექტემბერი, 14.30სთ
- II ტურნირი – 13 სექტემბერი, 14.30სთ
- III ტურნირი – ნახევარფინალური და ფინალური მატჩები, მაია ჩიბურდანიძის თასზე - 20 სექტემბერი, 14.30სთ

4. მონაწილეობის პირობები:
- ონლაინ-ტურნირებში დაიშვება 13 წლის ასაკის ჩათვლით ნებისმიერი მოჭადრაკე, ვინც გაწევრიანებული იქნება chess.com-ზე არსებულ ჯგუფში ‘Maya Chiburdanidze Club’. https://www.chess.com/club/maya-chiburdanidze-club/join

- ტურნირის მსვლელობისას მონაწილეები უნდა ჩაერთონ ‘ZOOM’ -ის საკონფერენციო ოთახში.

- ნახევარფინალის ოთხეულში გავლენ ის მოჭადრაკეები, ვინც თითოეულ ტურნირში დაიკავებს 1-2 საპრიზო ადგილს. ორ პარტიანი ნახევარფინალური და ფინალური მატჩები გაიმართება 20 სექტემბერს, 14.30-ზე, დროის იგივე კონტროლით, სადაც გამოვლინდებიან თასის მფლობელი და პრიზიორები.

5. სისტემა და დროის კონტროლი:
- თითოეული ტურნირი გაიმართება ფიდეს წესებით, შვეიცარიული სისტემით 7 ტურად.

- მონაწილეებს ეძლევათ 10 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 2 წამის დამატებით.

- აუცილებლობის შემთხვევაში ტურნირის ჩატარების სისტემას განსაზღვრავს ორგანიზატორი.

6. პრიზები:
ონლაინ-ღია ტურნირებში I – V ადგილზე გასული მოჭადრაკეები თითოეულ ტურნირში დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზებით, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გამოკლებით.

თითოეული ტურნირის საპრიზო ფონდი: 300 ლარი

I ადგილი – 90 ლარი;
II ადგილი – 70 ლარი;
III ადგილი – 60 ლარი;
IV ადგილი – 50 ლარი;
V ადგილი – 30 ლარი

ნახევარფინალისა და ფინალის საპრიზო ფონდი: 400 ლარი

I ადგილი – 130 ლარი + თასი;
II ადგილი – 110 ლარი;
III ადგილი – 90 ლარი;
IV ადგილი – 70 ლარი;

- რეგისტრაცია: 13.30-დან

 

  • Title: მაია ჩიბურდანიძის თასი 2020 -U13
  • Posted by:
  • Date: 02-07-2020 11:43 PM
  • Tags:
Top