930x90 Website name and slogan

Blogs

Sophie Nikoladze's picture

საქართველოს ჩემპიონატი 20 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის - ”კახი ჩიგოგიძის თასი”

 დ   ე   ბ   უ   ლ   ე   ბ   ა

5 - 14 აგვისტო  2020 წ.     ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე.

ორგანიზატორი:

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია.

ჩატარების ვადები და ადგილი:

05.08-14.08. 2020  წ.   ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე.

მონაწილენი:

ტურნირში დაიშვებიან 2000 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებული საქართველოს ჭადრაკის     

ფედერაციის წევრი ჭაბუკები და გოგონები.

ღონისძიებაში მონაწილეობისათვის სავალდებულოა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის   2020 წლის საწევროს გადახდა.  სამივლინებო ხარჯებს გაიღებენ მიმავლინებელი ორგანიზაციები.

სისტემა და კვალიფიკაცია:

ტურნირი ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარიული სისტემით 9 ტურად.

აუცილებლობის შემთხვევაში ტურნირის ჩატარების სისტემას განსაზღვრავს ორგანიზატორი. ტურნირში დაითვლება ფიდეს რეიტინგი.

დროის კონტროლი:

ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცემა 90 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე

(პირველი სვლიდან) 30 წამის დამატებით.

 რეგისტრაცია და სატურნირო შესატანი:

მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა წარმოადგინონ ან გადმოაგზავნონ დაბადების მოწმობის ასლი,

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე ჩემპიონატის სატურნირო შესატანის

გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი 2020 წლის  4 აგვისტოს 18.00 საათამდე:

ნატა ალავიძე: -ელ-ფოსტა - n.alavidze64@gmail.com  მობ:  558 11 86 83

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკორეკვიზიტები:

  სს "თიბისი ბანკი"

 საბანკო ანგარიში: GE45TB0313936080100006GEL   საბანკო კოდი (მფო) – TBCBGE 22

-  თითოეული მონაწილის სატურნირო შესატანია 20 ლარი (უნაღდო ანგარიშსწორებით)

-  სოციალურად დაუცველები და მრავალშვლიანები განთავისუფლებულნი არიან სატურნირო

    შესატანიდან.

- დაგვიანებული რეგისტრაციის შემთხვევაში სატურნირო შესატანია 40 ლარი (უნაღდო ანგარიშსწორებით).

- რეგისტრაციის ბოლო ვადის დარღვევის შემთხვევაში ორგანიზატორს უფლება აქვს არ დაარეგისტრიროს

 მოჭადრაკე რომელმაც დაარღვია რეგისტრაციის ვადები.

თაი – ბრეიქი:

ორი ან რამოდენიმე მონაწილის მიერ თანაბარი რაოდენობის ქულების დაგროვების შემთხვევაში

ადგილები განაწილდება:

  1. ურთიერთშორის შეხვედრა;
  2. ბუჰგოლცი-1 (1 უდაბლესის გამოკლებით);
  3. ბუჰგოლცი (ყველა მეტოქის ქულათა ჯამი);
  4. შავებით ნათამაშები პარტიების მეტი რაოდენობით;
  5. მოგებების მეტი რაოდენობით
  6.  
  7. ტურნირის განრიგი:

ტური

რიცხვი

საათი

ჩამოსვლის დღე

5 აგვისტო

 

I ტურის კენჭისყრა

 

6 აგვისტო

12:00

გახსნა

15:00

I  ტური

15:00

II  ტური

7 აგვისტო

15:00

III  ტური

8 აგვისტო

15:00

IV  ტური

9 აგვისტო

15:00

V  ტური

10 აგვისტო

15:00

VI  ტური

11 აგვისტო

15:00

VII  ტური

12 აგვისტო

15:00

VIII  ტური

13 აგვისტო

15:00

IX  ტური

14 აგვისტო

11:00

დახურვა

14 აგვისტო

16:00

 

 

აუცილებლობის შემთხვევაში ტურნირის ჩატარების განრიგს განსაზღვრავს ორგანიზატორი.

დაჯილდოება:

- I ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან თასებით.

- I–III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებითა და დიპლომებით.

- I ადგილზე გასულ მოჭადრაკეებს მიენიჭებათ სპორტის ეროვნული ოსტატის წოდება (შესაბამისად

ვაჟთა და ქალთა).

- II-  III გასულ მოჭადრაკეებს მიენიჭებათ სპორტის ეროვნული ოსტატობის კანდიდატის წოდება.

-  ჭაბუკთა შორის I ადგილზე გასული მოჭადრაკე მიიღებს 2021 წლის საქართველოს ვაჟთა მე-80 ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის საგზურს.

-   გოგონათა შორის I ადგილზე გასული მოჭადრაკე მიიღებს 2021 წლის საქართველოს ქალთა 78-ე ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის საგზურს.

საერთო წესები:

- ყაიმზე შეთანხმება შესაძლებელია მხოლოდ 30 სვლის შემდეგ.

- ტურის დაწყებიდან30 წუთზე მეტის დაგვიანების შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება წაგება.

  - მონაწილის ტურნირიდან არასაპატიო მიზეზით გათიშვის შემთხვევაში გათვალისწინებულია 

სანქციები საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტის ბრძანების (#10. 20/01/2014 წ.)  შესაბამისად.

  - ნებისმიერ მონაწილეს შესაბამისი პარტიის დასრულებიდან 30 წუთის განმავლობაში უფლება აქვს

გაასაჩივროს მსაჯთა კოლეგიის გადაწყვეტილება სააპელაციო კომიტეტში, რომელიც არჩეული იქნება

ტურნირის გახსნის ცერემონიალზე.

მონაწილე ვალდებულია წერილობით პროტესტთან ერთად საქართველოს ჭადრაკის ფედერაციაში

გადაიხადოს 50 ლარი, რომელიც პროტესტის დაკმაყოფილების შემთხვევაში უკან დაუბრუნდება.

- ჩემპიონატში შესაძლებელია სპორტული თანრიგის შესრულება.

- კოვიდ - 19 -თან დაკავშირებით არსებული მდგომარეობის გამო მონაწილეთა, მსაჯთა და

ორგანიზატორთა ვალდებულებები რეგულირდება დანართი 1 -ით.

 ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო ორგანიზატორი - დათო კოდუა.

მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი - მარგალიტა თანდაშვილი. 

 

 

  • Title: საქართველოს ჩემპიონატი 20 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის - ”კახი ჩიგოგიძის თასი”
  • Posted by:
  • Date: 04-08-2020 4:59 PM
  • Tags:
Top