930x90 Website name and slogan

Blogs

Sophie Nikoladze's picture

შავი დღე შავებისთვის...

 

საქართველოს ქალთა ჩემპიონატის მეშვიდე ტურში შავი ფერით მოთამაშე მონაწილეები 4 შეხვედრაში დამარცხდნენ, ხოლო ერთი პარტია ყაიმით დასრულდა.

დღევანდელ შეხვედრაში გაიამრჯვა და ფინიშამდე 2 ტურით ადრე ერთპიროვნულად დაწინაურდა, ონლაინ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი ქალთა შორის, ნინო ბაციაშვილი!

VII ტურია შედეგები:
ხუხაშვილი (2339)  ½ : ½ ხოტენაშვილი(2458) 

ბაციაშვილი  (2457) 1 : 0  გვეტაძე (2308)

ჯავახიშვილი (2475) 1 : 0   წოწონავა (2012)

არაბიძე (2428) 1 : 0 ვახანია (2138)

მელია (2370)    1 : 0    ხომერიკი (2319) 

სატურნირო მდგომარეობა:

1. ნინო ბაციაშვილი - 5,5 ქულა;
2.მერი არაბიძე - 5,0 ქულა;
3. ბელა ხოტენაშვილი - 5,0 ქულა;
4. სოფიო გვეტაძე - 4,5 ქულა;
5. ლელა ჯავახიშვილი - 4,5 ქულა;
6. სალომე მელია - 3,5 ქულა;
7.სოფიკო ხუხაშვილი - 3,5 ქულა;
8.ნინო ხომერიკი - 2,5 ქულა;
9. ალექსანდრა ვახანია -1,0 ქულა;

10. ელენე წოწონავა  - 0 ქულა;

VIII ტურის შეხვედრები:
ბელა ხოტენაშვილი - ნინო ხომერიკი
ალექსანდრა ვახანია -  სალომე მელია
ელენე წოწონავა - მერი არაბიძე
სოფიო გვეტაძე - ლელა ჯავახიშვილი
სოფიკო ხუხაშვილი - ნინო ბაციაშვილი

დებულება

ფოტოგალერეა

ტექნიკური შედეგები

პარტიების პირდაპირი ჩვენება ანალიზით

საქართველოს ქალთა ჩემპიონატი 30 ივლისამდე გასტანს და მისი საპრიზო ფონდი 30 600 ლარს შეადგენს. ასპარეზობა 10 მონაწილეს შორის 9 ტურად გაიმართება, შემდეგი დროის კონტროლით: 90 წუთი პარტიის ბოლომდე, პირველივე სვლიდან 30 წამის დამატებით.

ყაიმზე შეთანხმება შესაძლებელია მხოლოდ 30-ე  სვლის შემდეგ.

ჩემპიონატის მონაწილეებიდან ყველაზე მეტჯერ საქართველოს ჩემპიონის ტიტულს ლელა ჯავახიშვილი ფლობდა. ლელამ, 4-ჯერ (2001;2007;2014;2016წწ.) გაიმარჯვა ქვეყნის მთავარ ტურნირში.

ორჯერ გახდნენ ჩემპიონები: ბელა ხოტენაშვილი (2012;2017) და ნინო ბაციაშვილი (2015;2018). ხოლო, სალომე მელია (2010) და მერი არაბიძე (2019) თითოჯერ ფლობდნენ ჩემპიონის ტიტულს.

  • Title: შავი დღე შავებისთვის...
  • Posted by:
  • Date: 29-07-2020 12:54 AM
  • Tags:
Top