
ბათუმელი დიდოსტატის ნინო ბაციაშვილის ერთპიროვნული გამარჯვებით დასრულდა საქართველოს ქალთა 77-ე ჩემპიონატი! ნინომ, 9-დან 7 ქულა დააგროვა და მიუწვდომელი აღმოჩნდა კონკურენტებისათვის.აღსანიშნავია, რომ ბაციაშვილი მესამედ გახდა ქვეყნის უძლიერესი მოჭადრაკის ტიტულის მფლობელი! საქართველოს ქალთა ჩემპიონატი მისი გამარჯვებით დასრულდა:2015 და 2018 წლებში.
ნახევარი ქულით ნაკლები დააგროვეს და საპრიზო ადგილები გაინაწილეს საერთაშორისო დიდოსტატებმა: მერი არაბიძემ (ქუთაისი) და ბელა ხოტენაშვილმა (თელავი).დამატებითი მაჩვნებელებით ვერცხლის მედალს საქართველოს 2019 წლის ჩემპიონი მერი არაბიძე დაეპატრონა.
IX ტურის შედეგები:
ბაციაშვილი (2457) ½ : ½ ხოტენაშვილი (2458)
ჯავახიშვილი (2475) ½ : ½ ხუხაშვილი (2339)
არაბიძე (2428) ½ : ½ გვეტაძე (2308)
მელია (2370) 1 : 0 წოწონავა (2012)
ხომერიკი (2319) ½ : ½ ვახანია (2138)
საბოლოო სატურნირო მდგომარეობა:
1. ნინო ბაციაშვილი - 7 ქულა;
2.მერი არაბიძე - 6,5 ქულა;
3. ბელა ხოტენაშვილი - 6,5 ქულა;
4. ლელა ჯავახიშვილი - 6 ქულა;
5. სოფიო გვეტაძე - 5 ქულა;
6. სალომე მელია - 5 ქულა;
7.სოფიკო ხუხაშვილი - 4 ქულა;
8.ნინო ხომერიკი - 3 ქულა;
9. ალექსანდრა ვახანია -2 ქულა;
10. ელენე წოწონავა - 0 ქულა;
ვერის ბაღში მდებარე ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლემ ჩემპიონატს 20-30 ივლისს უმასპინძლა. საქართველოს ჩემპიონატში 10 მოჭადრაკე ქალი მონაწილეობდა. ტურნირი გაიმართა ფიდეს წესებით, წრიული სისტემით, 9 ტურად.შემდეგი დროის კონტროლით: 90 წუთი პარტიის ბოლომდე, პირველივე სვლიდან 30 წამის დამატებით.ყაიმზე შეთანხმება შესაძლებელი იყო მხოლოდ 30-ე სვლის შემდეგ.
ქალთა პირველობა ჭადრაკის საერთაშორისო დღეს – 20 ივლისს გაიხსნა. აღსანიშნავია, რომ პანდემიიგან გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ჩემპიონატი ერთ-ერთი პირველი სპორტული ღონისძიება იყო. საქართველოს ჩემპიონი და პრიზიორები თასით, მედლებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ. ყველა მონაწილეს გადაეცა ფულადი ჯილდო. საპრიზო ფონდი 30 600 ლარს შეადგენდა ( I ადგილი – 10 000 ლარი, II ადგილი – 7 000 ლარი, III ადგილი – 5 000 ლარი და ა. შ.).
ქალთა 77-ე ჩემპიონატის ორგანიზატორი გახლდათ, პარტნიორი კომპანია ‘ევროპაბეთი’ ხოლო მხარდამჭერი – განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

- Title: ნინო ბაციაშვილის გამარჯვებით დასრულდა!
- Posted by:
- Date: 31-07-2020 3:13 PM
- Tags: