930x90 Website name and slogan

Blogs

Sophie Nikoladze's picture

საქართველოს ონლაინ ჩემპიონატი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შორის

დ   ე   ბ   უ   ლ   ე   ბ   ა

11 ოქტომბერი, 2020 წ.

1. ორგანიზატორი:

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია.

2. ჩატარების ვადები და ადგილი:

11.10. 2020 წ. 15:00 საათი.

ინტერნეტ ონლაინ სივრცე www.tornelo.com.

3. მონაწილენი:

  ტურნირში მონაწილეობის უფლება აქვს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ნებისმიერ პირს.

4. სისტემა:

- ტურნირი ტარდება შვეიცარიული სისტემით 4 ტურად. 

- აუცილებლობის შემთხვევაში ტურნირის ჩატარების სისტემას განსაზღვრავს ორგანიზატორი.

5. დროის კონტროლი:

ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცემა 25 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე

(პირველი სვლიდან) 10 წამის დამატებით.

6. რეგისტრაცია: 

მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა წარმოადგინონ ან გადმოაგზავნონ პირადობის მოწმობის

ასლი 2020 წლის 10 ოქტომბრის 18.00 საათამდე: ელ-ფოსტა - geo.chess.event@gmail.com  

რეგისტრაციის ბოლო ვადის დარღვევის შემთხვევაში ორგანიზატორს უფლება აქვს არ

დაარეგისტრიროს მოჭადრაკე რომელმაც დაარღვია რეგისტრაციის ვადები.

7. თაი – ბრეიქი:

ორი ან რამოდენიმე მონაწილის მიერ თანაბარი რაოდენობის ქულების დაგროვების შემთხვევაში

ადგილები განაწილდება: 1. ბუხგოლცი; 2. პროგრესი (რეგრესი); 3. ზონებორნ-ბერგერი.

8. დაჯილდოება:

- I ადგილზე გასული მოჭადრაკე დაჯილდოვდება  თასით, მედალით და დიპლომით.

- II-III  ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებით და დიპლომებით.  

9. საერთო წესები:

- ტურნირის მსვლელობის დროს ყველა მონაწილე სრულად უნდა ჩაერთოს ვიდეო ჯგუფში

Zoom - ის მეშვეობით.

-მონაწილის მიერ სათამაშო სივრცეში რაიმე სახის ტექნიკური საშუალებების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ მთავარ მსაჯთან შეთანხმებით.

- მოჭადრაკე მიიღებს დისკვალიფიკაციას თუ აღმოჩნდება, რომ მან ისარგებლა კომპიუტერული

პროგრამის ან სხვა პირის დახმარებით.

ტურნირის მთავარი მსაჯი - საერთაშორისო კატეგორიის არბიტრი - დათო კოდუა

საკონტაქტო პირი - შშმ პირთა მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრების კაპიტანი - საერთაშორისო დიდოსტატი სალომე მელია (მობ: 599069497)

  • Title: საქართველოს ონლაინ ჩემპიონატი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შორის
  • Posted by:
  • Date: 07-10-2020 6:54 PM
  • Tags:
Top