930x90 Website name and slogan

Blogs

Sophie Nikoladze's picture

ნონა გაფრინდაშვილის თასი-2020

ონლაინ საჭადრაკო ტურნირი

”ნონა გაფრინდაშვილის თასი-2020”

3 - 15 ნოემბერი 2020 წ.

                               დ   ე   ბ   უ   ლ   ე   ბ   ა

1. ორგანიზატორები:

1.1. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა  და სპორტის სამინისტრო;

1.2. საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია.

2. ტურნირები:

2.1.  ღია ტურნირი (I ეტაპი, II ეტაპი, ფინალი);  

2.2.  ქალთა ტურნირი (I ეტაპი, II ეტაპი, ფინალი).

3. ჩატარების ვადები და ადგილი:  03.11-15.11. 2020  წ.   ონლაინ პლატფორმა www.tornelo.com

4. სათამაშო წესები:

4.1. დროის კონტროლი:  ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცემა 25 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 5 წამის დამატებით..

4.2. I და II ეტაპის ტურნირები ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 9 ტურად. ფინალური ტურნირები ოლიმპიური სისტემით;

5. ტურნირებში მონაწილეობა:

5.1. ღია ტურნირის I ეტაპზე მონაწილეობა შეუძლიათ 2000< ფიდეს რეტინგის (სტანდარტი) მქონე მოჭადრაკეებს;

5.2. ღია ტურნირის II ეტაპზე მონაწილეობა შეუძლიათ 2001>  ფიდეს რეტინგის (სტანდარტი) მქონე და     I ეტაპზე 1-20 ადგილზე გასულ მოჭადრაკეებს;

5.3. ღია ტურნირის ფინალში მონაწილეობა შეუძლიათ II ეტაპზე 1-16 ადგილზე გასულ მოჭადრაკეებს;

5.4. ქალთა ტურნირის I ეტაპზე მონაწილეობა შეუძლიათ 1900< ფიდეს რეტინგის (სტანდარტი) მქონე მოჭადრაკეებს;

5.5. ქალთა ტურნირის II ეტაპზე მონაწილეობა შეუძლიათ 1901>  ფიდეს რეტინგის (სტანდარტი) მქონე და  I ეტაპზე 1-15 ადგილზე გასულ მოჭადრაკეებს;

5.6. ქალთა ტურნირის ფინალში მონაწილეობა შეუძლიათ II ეტაპზე 1-16 ადგილზე გასულ მოჭადრაკეებს;

6. რეგისტრაცია და სატურნირო შესატანი:

6.1. I და II ეტაპის ტურნირების მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა გადმოაგზავნონ შევსებული

სარეგისტრაციო ფორმა (თან ერთვის), პირადობის მოწმობის ასლი, საქართველოს ჭადრაკის

ფედერაციის საბანკო ანგარიშზე ჩემპიონატის სატურნირო შესატანის გადარიცხვის

დამადასტურებელი დოკუმენტი 2020 წლის  1 ნოემბრის 18.00 საათამდე: ნატა ალავიძე: -ელ-ფოსტა -

n.alavidze64@gmail.com  მობ:  558 11 86 83

ასევე ონლაინ რეგისტრაცია შესაძლებელია ბმულზე - https://forms.gle/Q6LKyLNh4VWQJWf29

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკორეკვიზიტები:

 სს "თიბისი ბანკი"

 საბანკო ანგარიში: GE45TB0313936080100006GEL   საბანკო კოდი (მფო) – TBCBGE 22

-  რეგისტრაციის ბოლო ვადაა  2020 წლის 1 ნოემბრის 18.00 საათი.

6.2. სატურნირო შესატანი:

- I და II ეტაპის ტურნირებში - 50 ლარი;

- საერთაშორისო დიდოსტატები და ოსტატები განთავისუფლებულნი არიან სატურნირო შესატანისგან;

- მოჭადრაკე სატურნირო შესატანს იხდის მხოლოდ ერთ-ერთ ეტაპზე მონაწილეობისათვის, ანუ

მომდევნო ეტაპზე გადასვლის შემთხვევაში არ იხდის.

7. ღია და ქალთა ტურნირების განრიგი:

7.1. I და II ეტაპის ტურნირები:

ტური

I ეტაპი

II ეტაპი

ვებინარი და ტესტ ტურნირი

3 ნოემბერი

15:00

7 ნოემბერი

15:00

გახსნა

4 ნოემბერი

13:50

8 ნოემბერი

13:50

I     ტური

4 ნოემბერი

14:00

8 ნოემბერი

14:00

II    ტური

4 ნოემბერი

15:30

8 ნოემბერი

15:30

III   ტური

4 ნოემბერი

17:00

8 ნოემბერი

17:00

IV   ტური

5 ნოემბერი

14:00

9 ნოემბერი

14:00

V    ტური

5 ნოემბერი

15:30

9 ნოემბერი

15:30

VI   ტური

5 ნოემბერი

17:00

9 ნოემბერი

17:00

VII   ტური

6 ნოემბერი

14:00

10 ნოემბერი

14:00

VIII  ტური

6 ნოემბერი

15:30

10 ნოემბერი

15:30

 IX  ტური

6 ნოემბერი

17:00

10 ნოემბერი

17:00

დახურვა

6 ნოემბერი

18:30

10 ნოემბერი

18:30

 

7.2. ფინალური ტურნირები:

ტური

დღე

საათი

გახსნა

12 ნოემბერი

13:50

მე-8 ფინალი      I ტური

12 ნოემბერი

14:00

II ტური

12 ნოემბერი

15:30

თაი-ბრეიქი

12 ნოემბერი

17:00

მე-4 ფინალი      I ტური

13 ნოემბერი

14:00

II ტური

13 ნოემბერი

15:30

თაი-ბრეიქი

13 ნოემბერი

17:00

ნახევარფინალი I-IV და V-VIII ადგილი      I ტური

14 ნოემბერი

14:00

II ტური

14 ნოემბერი

15:30

თაი-ბრეიქი

14 ნოემბერი

17:00

ფინალი I-II, III-IV, V-VI, VII-VIII ადგილი   I ტური

15 ნოემბერი

14:00

II ტური

15 ნოემბერი

15:30

თაი-ბრეიქი, დახურვა

15 ნოემბერი

17:00

ორგანიზატორი უფლებამოსილია, ტურნირის დაწყების დროის (საათი) შესაბამისი კორექტირება

მოახდინოს.

8. გამარჯვებულების გამოვლენა და დაჯილდოება:

8.1. I და II ეტაპის ტურნირებში თანაბარი  ქულების დაგროვების შემთხვევაში ადგილები განაწილდება:

ა) ურთიერთშორის შეხვედრა;

ბ) ბუჰგოლცი-1 (1 უდაბლესის გამოკლებით);

გ) ბუჰგოლცი (ყველა მეტოქის ქულათა ჯამი);

დ) შავებით ნათამაშები პარტიების მეტი რაოდენობით;

ე) მოგებების მეტი რაოდენობით.

8.2. ფინალური ეტაპის ტურნირებში გამარჯვებულები გამოვლინდებიან ძირითად მატჩებში ქულათა მეტი რაოდენობის მიხედვით.

     თაი-ბრეიქი: ძირითად მატჩებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში დაინიშნება:

- 2 პარტია - თითოეულს 5 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 3 წამის დამატებით.

        თუ ეს მატჩი ფრედ დასრულდა, მაშინ

- 2 პარტია - თითოეულს 3 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 2 წამის დამატებით.თუ ეს მატჩი ფრედ დასრულდა, მაშინ

 -  ”არმაგედონი” - 1 პარტია, შავებს ეძლევა 4 წუთი, თეთრებს 5 წუთი, ყაიმის შემთხვევაში  გამარჯვებულად გამოცხადდებიან შავები.

          8.3.  - ტურნირებში I-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან ელექტრონული

დიპლომებით და ფულადი  პრიზებით;               

9. საპრიზო ფონდი - 45 000 ლარი:

9.1. ღია ტურნირები:

ადგილი

I ეტაპი

II ეტაპი

ფინალი

I

1000

1600

3500

II

800

1400

2600

III

600

1100

2100

IV

400

800

1900

V

300

700

1700

VI

200

600

1500

VII

100

500

1300

VIII

 

400

1100

U16 - I

230

 

 

U14 - I

190

 

 

U12 - I

180

 

 

 

9.2. ქალთა ტურნირები:

ადგილი

I ეტაპი

II ეტაპი

ფინალი

I

600

1000

2700

II

400

800

2200

III

300

600

1900

IV

200

400

1600

V

100

300

1400

VI

 

200

1200

VII

 

100

1000

VIII

 

 

800

U16 - I

150

 

 

U14 - I

130

 

 

U12 - I

120

 

 

 

- ყველა პრიზი დაიბეგრება საქართველოში მოქმედი ფინანსური კანონმდებლობის შესაბამისად;

- თანაბარი ქულების შემთხვევაში პრიზები არ გაიყოფა. მონაწილეს გადაეცემა მხოლოდ ერთი   

   უდიდესი პრიზი;

-  პრიზების მისაღებად სავალდებულოა პირადობის მოწმობის და საბანკო რეკვიზიტების გადაგზავნა   16 ნოემბრის 18:00 საათამდე  -ელ-ფოსტაზე - n.alavidze64@gmail.com  მობ:  558 11 86 83 ნატა ალავიძე.

10. საერთო წესები:

- ტურის დაწყებიდან25 წუთზე მეტის დაგვიანების შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება წაგება.

  - მონაწილის ტურნირიდან არასაპატიო მიზეზით გათიშვის შემთხვევაში გათვალისწინებულია 

სანქციები საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტის ბრძანების (#10. 20/01/2014 წ.)

შესაბამისად.

- ჩემპიონატში დაიშვებიან მხოლოდ ის მოჭადრაკეები რომლებიც ტურნირის მსვლელობის დროს,

საკუთარი სახელი და გვარით სრულად ჩაერთვებიან ვიდეო ჯგუფში Zoom - ის მეშვეობით.

მოჭადრაკეები Zoom -ში უნდა ჩაერთონ ტურის დაწყებამდე 30 წუთით ადრე და ტურის     

დასრულებამდე წყვეტის გარეშე უნდა ქონდეს ჩართული როგორც ვიდეო გამოსახულება, ასევე    

ხმოვანი სიგნალი. მოჭადრაკის Zoom - ის ვიდეო გამოსახულება მაქსიმალურად უნდა იყოს

მიახლოვებული ფოტოზე აღნიშნულ გამოსახულებასთან, ანუ უნდა ჩანდეს მოჭადრაკე,

კომპიუტერის მონიტორი, სათამაშო მაგიდა. მოჭადრაკე ვალდებულია ნებისმიერ დროს    

დააკმაყოფილოს მსაჯის მოთხოვნა და Zoom - ის საშუალებით დაათვალიერებინოს სათამაშო

სივრცე.

- არცერთი ელექტრონული მოწყობილობის შეტანა არ შეიძლება სათამაშო სივრცეში გარდა

მონაწილის კომპიუტერისა და Zoom -ში ჩასართავი მოწყობილობისა (კომპიუტერი ან ტელეფონი).

- მოჭადრაკე მიიღებს დისკვალიფიკაციას თუ აღმოჩნდება, რომ მან ტურნირის მსვლელობის დროს

ისარგებლა კომპიუტერული პროგრამის ან სხვა პირის დახმარებით;

- მოჭადრაკეს ჩაეთვლება წაგება თუ აღმოჩნდება, რომ მის სათამაშო სივრცეში (ოთახში) იმყოფება

სხვა პირი.

- კომპიუტერი რომლითაც მოჭადრაკე თამაშობს: უნდა იყოს იყოს გამორთული ნებისმიერი

აპლიკაცია (სკაიპი, მესენჯერი და სხვა), არ უნდა იყოს გახსნილი არცერთი პროგრამა ან რაიმე

გვერდი გარდა Zoom - ის აპლიკაციისა და სათამაშო ონლაინ პლატფორმისა.

- პარტიების მსვლელობაზე განხორციელდება დაკვირვება მსაჯთა კოლეგიის მიერ;

- მოჭადრაკე თვითონ არის პასუხისმგებელი საკუთარი ინტერნეტის უწყვეტობაზე. ინტერნეტის

წყვეტის შემთხვევაში ის თამაშს გააგრძელებს ინტერნეტის აღდგენის დროს მის საათზე გამოსახული

დროიდან.

- განსაკუთრებულ შემთხვევაში, ინტერნეტის გლობალური პრობლემების გამო მთავარ მსაჯს აქვს

უფლება გადადოს ერთი ან რამოდენიმე პარტია. ასევე აუცილებლობის შემთხვევაში, მთავარი მსაჯის

გადაწყვეტილებით შესაძლებელია ტურის გადადება.

11. სააპელაციო კომიტეტი:

11.1. ნებისმიერ მონაწილეს შესაბამისი პარტიის დასრულებიდან 10 წუთის განმავლობაში უფლება აქვს

გააპროტესტოს მსაჯთა კოლეგიის გადაწყვეტილება სააპელაციო კომიტეტში.

მონაწილე ვალდებულია წერილობით პროტესტთან ერთად საქართველოს ჭადრაკის ფედერაციაში

გადაიხადოს 50 ლარი, რომელიც პროტესტის დაკმაყოფილების შემთხვევაში უკან დაუბრუნდება.

11.2. სააპელაციო კომიტეტი განიხილავს პატიოსანი თამაშის წესების დარღვევის (კომპიუტერული  

პროგრამების გამოყენების) შესახებ პროტესტებს.

11.3. ინტერნეტთან დაკავშირებული პრობლემების გამო მთავარი მსაჯის გადაწყვეტილება გასაჩივრებას

არ ექვემდებარება.

ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო ორგანიზატორი - დათო კოდუა.

ტურნირის მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი - ალექსანდრე არსენიძე

  • Title: ნონა გაფრინდაშვილის თასი-2020
  • Posted by:
  • Date: 24-10-2020 8:41 PM
  • Tags:
Top