930x90 Website name and slogan

Blogs

Sophie Nikoladze's picture

მსოფლიოს ონლაინ- ჩემპიონატი

სტარტი აიღო მსოფლიოს ახალგაზრდულმა ონლაინ-პირველობამ  სწრაფ ჭადრაკში.  აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატი  მსოფლიოს საერთაშორისო საჭადრაკო   ორგანიზაციის ‘ფიდე’ ვიცე-პრეზიდენტის აკაკი იაშვილის პატრონაჟით ტარდება.

 

ჩემპიონატი რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობს. პირველი ეტაპი ქვეყნის ჩემპიონატი გახლდათ, საიდანაც გამარჯვებულები კონტინენტების პირველობებზე ასპარეზობენ. ხოლო, კონტინენტის ჩემპიონატებიდან საუკეთესოები კი დასკვნით ეტაპზე - მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებენ.

შეჯიბრი შემდეგ ასაკობრივ კატეგორიებში:10;12;14;16;18 წლამდე, გოგონათა და ჭაბუკთა შორის ტარდება. ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 7 ტურად გაიმართება, შემდეგი დროის კონტროლით: 10 წუთი, 3 წამის დამატებით პირველივე სვლიდან.

ევროპის ჩემპიონატზე  46 ქვეყნის 570 მოჭადრაკე მონაწილეობს. მათ შორის საქართველოს 18 წარმომადგენელი.

3 ტურის შემდეგ ქულათა მაქსიმუმით დაწინაურდნენ:

ნიკოლოზ კაჭარავა და ანასტასია კირთაძე. 2,5 ქულით ლიდერთა შორის იმყოფება მარიამ გვათუა.

ჩემპიონატის ოფიციალური ვებგვერდი

ქართველი მოჭადრაკეების ტექნიკური შედეგები

U10

ანდრია კვირიაშვილი - 2 ქულა;

გაბრიელ გაბადაძე      - 1 ქულა;

დათა ყალაბეგაშვილი - 2 ქულა;

დავით თათვიძე            - 2 ქულა;

კესარია მგელაძე         - 1,5 ქულა;

U12

ლუკა კილაძე                -   2 ქულა;

დავით ნემსაძე             -  2 ქულა;

ანასტასია კირთაძე    - 3 ქულა;

მარიამ გვათუა             - 2,5  ქულა;

U14

ვასიკო შაპოვალოვი    - 0,5 ქულა;

ლიზი ქონიაძე               - 0,5 ქულა;

U16

ნიკოლოზ კაჭარავა      -  3 ქულა;

აკაკი ყალიჩავა              - 1,5 ქულა;

ნია დონღვანი                - 1,5 ქულა;       

დიანა ლომაია                - 2  ქულა;

ელენე წოწონავა       -  2  ქულა;

U18

ნიკოლოზ პეტრიაშვილი  - 2  ქულა;

ეკატერინე ფიფია          - 1,5 ქულა.

 

 

 

 

  • Title: მსოფლიოს ონლაინ- ჩემპიონატი
  • Posted by:
  • Date: 09-12-2020 12:25 AM
  • Tags:
Top