
გერმანიის ქალაქ დორტმუნდში სტარტი აიღო საჭადრაკო სამყაროს ერთ-ერთმა მნიშვნელოვანმა სუპერტურნირმა.
მცირე რამ ისტორიიდან:
საჭადრაკო ტურნირები დორტმუნდში 1928 წლიდან ტარდება. ხოლო 1973 წლიდან საჭადრაკო ღონისძიებამ უკვე ფესტივალის სახე მიიღო. მთავარი სუპერტურნირის პარალელურად იმართება მასობრივი ‘ღია’ ტურნირიც.
აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტჯერ (10-ჯერ) მსოფლიოს ექსჩემპიონი, ვლადიმირ კრამნიკი გახლდათ მისი გამარჯვებული. თუმცა, ბოლო 4 წლის განმავლობაში პირველობას არავის უთმობს, შარშანდელი გამარჯვებული ფაბიანო კარუანა.
1979 წელს, დორტმუნდის ტურნირში, ქართველმა საერთაშორისო დიდოსტატმა თამაზ გიორგაძემ გაიმარჯვა.
წლევანდელი ტურნირი 9 ივლისიდან 17 ივლისის ჩათვლით გაიმართება.სათამაშო დღეებია: 9;10;12;13;15-17; ხოლო 11 და 14 ივლისს მონაწილეები დაისვენებენ.
მონაწილეთა შორის არიან:
- ვლადიმირ კრამნიკი (რუსეთი; 2812)
- ფაბიანო კარუანა (აშშ; 2810)
- მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი (საფრანგეთი; 2798)
- ლენიერ დომინგესი (კუბა;2713)
- რუსლან პონომარიოვი (უკრაინა;2706)
- ევგენი ნაერი (რუსეთი;2687)
- ლივიუ-დიტერ ნისიპიანუ (გერმანია; 2674)
- რაინერ ბაუმანი (გერმანია; 2653)

- Title: დორტმუნდში სტარტი აიღო...
- Posted by:
- Date: 10-07-2016 5:38 PM
- Tags: