
ბაქოში, საზეიმო ვითარებაში გაიხსნა მსოფლიოს რიგით 42-ე საჭადრაკო ოლიმპიადა.
ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 11 ტურად გაიმართება როგორც ქალთა ასევე ვაჟთა გუნდებს შორის.
სათამაშო დღეებია: 02-06; 08-13 სექტემბერი;
დროის კონტროლი: 90 წუთი 40 სვლაზე + 30 წუთი პარტიის ბოლომდე + 30 წამიანი დამატებით პირველივე სვლიდან;
30 სვლამდე აკრძალულია ყაიმზე შეთანხმება.
მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა გუნდი წინა სატურნირო რეიტინგ-სიაში მე-4 ნომრადაა განთესილი - ჩინეთის, უკრაინის და რუსეთის ნაკრები გუნდების შემდეგ.სულ ქალთა შორის შეჯიბრში 141 გუნდი მიიღებს მონაწილეობას.
საქართველოს ქალთა ნაკრების შემადგენლობა:
ნანა ძაგნიძე, ლელა ჯავახიშვილი, ნინო ბაციაშვილი, ბელა ხოტენაშვილი, სალომე მელია; გუნდის მთავარი მწვრთნელი - ელიზბარ უბილავა; კაპიტანი - დავით ჯოჯუა.
აღსანიშნავია, რომ ქალთა ნაკრები დამოუკიდებელი საქართველოს სახელით 4-ჯერ (1992;1994;1996;2008) იყო საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებული და 3-ჯერ (1998;2000;2010) პრიზიორი.
ვაჟთა ასპარეზობაზე 180 გუნდი იასპარეზებს. ფავორიტთა ხუთეული: რუსეთი (გუნდის მონაწილეთა საშუალო რეიტინგი - 2760); აშშ (2747);ჩინეთი (2736); აზერბაიჯანი(2707); უკრაინა (2693); ჩვენი ვაჟები სატურნირო რეიტინგ-სიით მე-20 საფეხურზე იმყოფებიან.
საქართველოს ვაჟთა ნაკრების შემადგენლობა:
ბაადურ ჯობავა, ლევან ფანცულაია, მიხეილ მჭედლიშვილი, თამაზ გელაშვილი, თორნიკე სანიკიძე; გუნდის მთავარი მწვრთნელი და კაპიტანი - ზურაბ სტურუა.
ტექნიკური შედეგები:

- Title: საზეიმოდ გაიხსნა...
- Posted by:
- Date: 02-09-2016 2:51 AM
- Tags: