ლაგოდეხში მიმდინარე საკლუბო ჩემპიონატზე დღეს მეოთხე ტური გაიმართა და ორივე ლიდერმა: ‘რუსთავმა’ და ‘ნონამ’ მეწინავეობა შეინარჩუნა .
‘რუსთავმა’ დიდი ანაგარიშით 5,5 – 0,5 ‘ამბროლაური’ დაჯაბნა, ხოლო ‘ნონამ’ – ‘ქუთაისი’ დაამარცხა დამაჯერებლად. მესამე საპრიზო ადგილზე მყოფმა ‘თბილისმაც’ იოლად მოიგო ‘გორთან’ შეხვედრა.
მიუხედავად 4:2 გამარჯვებისა, საკმაოდ დაძაბული ბრძოლა გაიმართა ‘სამეგრელო’ – ‘კახეთის’ მატჩში. მოულოდნელი გამარჯვებით მეგრელთა სასარგებლოდ ანგარიში გახსნა ბაჩანა მორჩიაშვილმა ლელა ჯავახიშვილთან პარტიაში. ფრედ დაასრულეს შეხვედრები I-II დაფაზე მოთამაშე: ვაჰე ბაღდასარიანმა - მიხეილ მჭედლშვილთან და გიგა ყუფარაძემ - მერაბ გაგუნაშვილთან. მაგრამ, ბოლო დაფებმა აშკარად ვერ გაუწიეს წინააღმდეგობა კახელთა შემოტევას. მაია ლომინეიშვილმა - ბელა ხოტენაშვილთან დაყარა ფარ-ხმალი, ნიკა ღვამბერია - ირაკლი ბერაძესთან დამარცხდა, ხოლო სუსანა გაბოიანი - ნატალია ბუქსასთან.
ხვალინდელ ტურში, ჩემპიონატის მთავარი დაპირისპირება, ორი ლიდერის: ‘ნონას’ და ‘რუსთავის’ დაპირისპირება გაიმართება. თამაშები 15:00 საათიდან დაიწყება.
მეოთხე ტურის შედეგები:
‘თბილისი’ (თბილისი) 4,5 : 1,5 ‘გორი’ (შიდა ქართლი);
‘სამეგრელო’ (სამეგრელო-ზემო-სვანეთი)2 : 4‘კახეთი’ (კახეთი);
‘ქუთაისი’ (იმერეთი) 1,5 : 4,5 ‘ნონა’ (აჭარა);
‘რუსთავი’ (ქვემო-ქართლი) 5,5 : 0,5 ‘ამბროლაური’ (რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთი).
მეხუთე ტურის შეხვედრები:
‘ამბროლაური’ (რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთი) - ‘თბილისი’ (თბილისი);
‘ნონა’ (აჭარა) - ‘რუსთავი’ (ქვემო-ქართლი);
‘კახეთი’ (კახეთი) - ‘ქუთაისი’ (იმერეთი);
‘გორი’ (შიდა ქართლი) - ‘სამეგრელო’ (სამეგრელო-ზემო-სვანეთი);
სატურნირო მდგომარეობა:
- ‘რუსთავი’ – 8 ქულა (18);
- ‘ნონა’ – 8 ქულა (18);
- ‘თბილისი’ - 6 ქულა (14,0);
- ‘კახეთი’ - 4 ქულა (14,5);
- ‘სამეგრელო’ - 2 ქულა (9,5);
- ‘ამბროლაური’ -2 ქულა (8,5);
- ‘ქუთაისი’ - 1 ქულა (8);
- ‘გორი’ - 1 ქულა (5,5) ;
- Title: მონაწილეებმა ეკვატორი გადალახეს!
- Posted by:
- Date: 25-09-2016 9:59 PM
- Tags: