
13 დეკემბრიდან სტარტს აიღებს და 21 დეკემბრამდე გასტანს საქართველოს თასის გათამაშება და ბუხუტი გურგენიძის მემორიალი. ორივე ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 9 ტურად გაიმართება.
საქართველოს თასზე მონაწილეობის მიღება შეუძლიათ -ფიდეს რეიტინგი 2001 და მეტი, მქონე მოჭადრაკეებს, ასევე ფიდეს წოდებიანებს და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ნომინანტებს.ბუხუტი გურგენიძის თასის გათამაშებაზე - ფიდეს რეიტინგი 2000 და ნაკლები; ურეიტინგოებს.
ორივე ტურნირის საპრიზო ფონდი - 12 250 ლარს შეადგენს.

- Title: საქართველოს თასი
- Posted by:
- Date: 12-12-2016 6:50 PM
- Tags: