930x90 Website name and slogan

Blogs

Sophie Nikoladze's picture

ფილიპინებში დასრულდა...

წარმატებით  იასპარეზა საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა ლევან ფანცულაიამ, ფილიპინებში დასრულებულ საერთაშორისო ტურნირში ‘PUREGOLDINTERNATIONAL CHESS CHALLENGE’. ქართველი  დიდოსტატი  9-დან 6,5 ქულით მეორე საპრიზო ადგილზე გავიდა.  ხოლო, პირველობა  7 ქულით ჩინელმა დიდოსტატმა  ვანგ ჰაომ დაისაკუთრა.

შეჯიბრში კიდევ 2 ქართველი მოჭადრაკე ასპარეზობდა. მერაბ გაგუნაშვილმა,  6 ქულით III-V ადგილი გაინაწილა, ხოლო მიხეილ მჭედლიშვილმა  5,5 ქულით VI-IX ადგილი.

ტექნიკური  შედეგები

  • Title: ფილიპინებში დასრულდა...
  • Posted by:
  • Date: 23-12-2016 3:46 PM
  • Tags:
Top