
თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში დასრულდა დედაქალაქის ჩემპიონატი 12 წლამდე ასაკის მოზარდთა შორის. ასპარეზობა შვეიცარიული სისტემით 7 ტურად გაიმართა.
ჭაბუკებს შორის, 5,5-5,5 ქულით პირველობა გაინაწილეს და დამატებითი მაჩვენებლებით შემდეგნაირად განაწილდნენ:
1.საბა ლომსაძე
2.ნიკოლოზ დარსაძე
3.ილია კავკასიძე
გოგონათა შორის 6 ქულით ერთპიროვნულად გაიმარჯვა თამარ თასოშვილმა. ჩემპიონს ქულით ჩამორჩნენ: მარიამ დოლაკიძე (II ადგილი) და ნინო ნიშნიანიძე (III ადგილი)

- Title: პირველობა გაინაწილეს...
- Posted by:
- Date: 18-02-2017 9:07 PM
- Tags: