
თბილისის ჭადრაკის სასახლეში დაიწყო ქართული ვაჟთა გრან პრის II ეტაპი სწრაფ ჭადრაკში. პირველ სათამაშო დღეს მონაწილეებმა 4 ტური ითამაშეს. ქულათა მაქსიმუმით სატურნირო ცხრილის სათავეში არიან და მომდევნო, მეხუთე ტურში ერთმანეთში გაარკვევენ უძლიერესს: ლევან ფანცულაია და ბრაზილიელი ალექსანდრ ფიერი.
აღსანიშნავია, რომ ასპარეზობაზე 4 ქვეყნის: საქართველო, ბრაზილია,რუსეთი და ესპანეთის 47 მოჭადრაკე მონაწილეობს.

- Title: დაწინაურდა ორეული...
- Posted by:
- Date: 20-04-2017 10:42 PM
- Tags: