930x90 Website name and slogan

Blogs

Sophie Nikoladze's picture

შეხვედრა ოზურგეთში...

თბილისის საერთაშორისო საჭადრაკო აკადემიის დამფუძნებელი, ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი, საერთაშორისო დიდოსტატი ზურაბ აზმაიფარაშვილი, რეგიონებში ჭადრაკის განვითარების პროგრამის ფარგლებში ქალაქ ოზურგეთს ეწვია. დიდოსტატმა შეხვედრა გამართა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. შეხვედრის დასასრულს ზურაბ აზმაიფარაშვილმა ერთდროული თამაშის სეანსი გამართა ადგილობრივი ჭადრაკის მოყვარულებისათვის 21 დაფაზე. ევროპის პირველმა ქართველმა ჩემპიონმა 21 შეხვედრაში 20 მოიგო და მხოლოდ 1 პარტია დაასრულდა ფრედ ნორჩ მარინა ღლონტთან. პატარა მოჭადრაკის თამაშმა დიდი მოწონება დაიმსახურა და მას წელიწადში 2-ჯერ თბილისის საერთაშორისო საჭადრაკო აკადემიის რეგიონული პროგრამის ფაგრლებში  საწვრთნელ შეკრებაზე მიიწვევენ დედაქალაქში.

ფოტოგალერეა

  • Title: შეხვედრა ოზურგეთში...
  • Posted by:
  • Date: 15-05-2017 7:12 PM
  • Tags:
Top