
დღეიდან, ირანის დედაქალაქში სტარტს აიღებს 2015-2016 წწ. მსოფლიოს ქალთა გრან პრის მეორე ეტაპი. ტურნირში მსოფლიოს 12 უძლიერესი ქალი იასპარეზებს და მათ შორის 2 ქართველია: ნანა ძაგნიძე და ნინო ბაციაშვილი.
შეგახსენებთ სერიის პირველი ეტაპი მონაკოში გაიმართა 2015 წლის ოქტომბერში, ხოლო შემდეგი ეტაპები - ბათუმსა (აპრილი) და ჩენგდუშია( ჩინეთი;ივლისი) დაგეგმილი.
ოთხივე ეტაპის ჯამში დარიცხული ქულებით საუკეთესო მონაწილე უფლებას მიიღებს მსოფლიო ჩემპიონთან მატჩის გამართვის. ასპარეზობა წრიული სისტემით 11 ტურად გაიმართება. პირველი ტური დღეს, 11 თებერვალს, 15:30 წუთზე (თბილისის დროით) დაიწყება.
ტურნირში დაწესებული, საკმაოდ სოლიდური საპრიზო ფონდი, დაკავებული ადგილების მიხედვით განაწილდება.
ადგილი | პრიზი (ევრო) | საერთო ჩათვლის ქულა |
I | 10 | 120 ქულა + 40 ბონუსი |
II | 8,25 | 110 ქულა+ 20 ბონუსი |
III | 6,75 | 100 ქულა + 10 ბონუსი |
IV | 5,75 | 90 ქულა |
V | 5 | 80 ქულა |
VI | 4,5 | 70 ქულა |
VII | 4,25 | 60 ქულა |
VIII | 4 | 50 ქულა |
IX | 3,25 | 40 ქულა |
X | 3 | 30 ქულა |
XI | 2,75 | 20 ქულა |
XII | 2,5 | 10 ქულა |
საერთო | 60 | 850 ქულა |
10 თებერვალს, ასპარეზობის საზეიმო გახსნაზე გამართული კენჭისყრის შედეგად მონაწილეები შემდეგნაირად განაწილდნენ:
1.ანტოანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი; 2509)
2. ჟაო ქსიუ (ჩინეთი; 2506)
3.ნატალია ჟუკოვა (უკრაინა; 2484)
4. ნანა ძაგნიძე (საქართველო; 2529)
5. ჰარიკა დრონოვალი (ინდოეთი; 2511)
6. პია კრამლინგი (შვედეთი; 2521)
7. ჟუ ვენჟუნი (ჩინეთი; 2558)
8. ნატალია პოგონინა (რუსეთი; 2454)
9. ხადემალშარი სარასადატი (ირანი; 2403)
10. ვალენტინა გუნინა (რუსეთი; 2496)
11. ჰამპი კონერუ (ინდოეთი; 2583)
12. ნინო ბაციშვილი (საქართველო; 2485)
ქართველ მონაწილეებს თეირანში ტურნირის მსვლელობისას, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის დაფინანსებით მწვრთნელ-სეკუნდანტები გაუწევენ დახმარებას.
ნანა ძაგნიძეს საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, საერთაშორისო ოსტატი ხვიჩა სუპატაშვილი, ხოლო ნინო ბაციაშვილს - საქართველოს წლევანდელ ი ვაჟთა ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი, საერთაშორისო დიდოსტატი თორნიკე სანიკიძე.
პარტიების პირდაპირი ჩვენება ანალიზით

- Title: ვუქომაგოთ ჩვენს ქალებს!
- Posted by:
- Date: 11-02-2016 9:39 PM
- Tags: