
ქართველმა ქალებმა მორიგი ბრწყინვალე გამარჯვება იზეიმეს ევროპირველობის მეშვიდე ტურში! ამჟამად, მათ ესპანეთის ნაკრები გაანადგურეს ანარიშით 4:0!
ესპანეთი 0 : 4 საქართველო
საბრინა ვეგა(2405) 0 : 1 ნანა ძაგნიძე (2520)
მარტა გარსია (2315) 0 : 1 ნინო ბაციაშვილი (2472)
ანა მათნაძე (2368) 0 : 1 ბელა ხოტენაშვილი (2459)
მონიკა კალზეტა (2218) 0 : 1 სალომე მელია (2412).
ქალთა ჩემპიონატს 7 ტურის შემდეგ 13 ქულით რუსეთის ნაკრები ლიდერობს, ქულით ნაკლები აქვს ქართულ გუნდს, ხოლო 10-10 ქულით III-IV ადგილებს პოლონელები და თურქები ინაწილებენ.
მომდევნო ტურში ცენტრალური სწორედ ამ ოთხეულის შეხვედრა იქნება: თურქეთი - რუსეთი და პოლონეთი - საქართველო.
სამწუხაროდ თამაში არ წაუვიდათ ქართველ ვაჟებს, მეშვიდე ტურში მათ თურქებთან დათმეს მატჩი.
თურქეთი 2,5 : 1,5 საქართველო
დრაგან შოლაკი (2626) ½:½ ბაადურ ჯობავა (2705)
მუსტაფა ილმაზი (2633) ½:½ ლევან ფანცულაია (2586)
ემრე კანი (2604) ½:½ დავით ჯოჯუა (2591)
ვაჰაპ შანალი (2549) 1 : 0 ლუკა პაიჭაძე (2580)
ფინიშამდე 2 ტურით ადრე ვაჟთა ჩემპიონატს რუსეთი ლიდერობს 12 ქულით, ერთი ქულით ნაკლები აქვს აზერბაიჯანს, ხოლო 10-10 ქულით III-IV ადგილებს: უნგრეთი და უკრაინა ინაწილებენ.
ქართველ მონაწილეთა ტექნიკური შედეგები ინდივიდუალურ დაფებზე:
ქალები:
ნანა ძაგნიძე (2520) – 3,5 (6)
ნინო ბაციაშვილი (2472) – 4 (6)
ბელა ხოტენაშვილი (2459) – 5,5(7)
ლელა ჯავახიშვილი (2438) –5(6)
სალომე მელია (2412) - 3 (3)
ვაჟები:
ბაადურ ჯობავა (2705) - 2 (5)
მიხეილ მჭედლიშვილი(2604) – 2,5(5)
ლევან ფანცულაია (2586) - 5(6)
დავით ჯოჯუა (2591) – 3 (6)
ლუკა პაიჭაძე (2580) – 3,5(6)
ჩემპიონატის ოფიციალური ვებგვერდი

- Title: მეშვიდე ტურში ესპანელები 'გაანადგურეს'!
- Posted by:
- Date: 05-11-2017 4:34 AM
- Tags: