
იტალიის საკურორტო ქალაქი აკვა თერმე ტრადიციულად მაპსინძლობს მსოფლიოს ჩემპიონატს სენიორ მოჭადრაკეთა შორის.
ასპარეზობა ოთხ ტურნირად ტარდება: ღია 50+; ღია+65; ქალთა 50+;ქალთა 65+
ჩემპიონატზე საქართველოს სახელით ასპარეზობენ:
‘ღია’ 50+
მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი სენიორთა შორის გიორგი ბაღათუროვი, ზურაბ სტურუა, გიორგი ხომერიკი,ვარლამ ვეფხვიშვილი.
ქალთა 50+
ციალა ქასოშვილი
ქალთა 65+
მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი სენიორ-ქალთა შორის ნონა გაფრინდაშვილი,თამარ ხმიადაშვილი.
ასპარეზობაზე ორმა ტურმა განვლო და ქულათა მაქსიმუმით ლიდერთა შორის არიან:
გაფრინდაშვილი, ხმიადაშვილი,ქასოშვილი,სტურუა, ბაღათუროვი.
მესამე ტურში საინტერესო და ჩემპიონობისათვის გადამწყვეტი იქნება ორი ქართველი ვეტერანის: გაფრინდაშვილის და ხმიადაშვილის დაპირისპირება

- Title: სენიორებმა იტალიაში ასპარეზობა დაიწყეს
- Posted by:
- Date: 09-11-2017 4:30 PM
- Tags: