
16 ნოემბერს პირველად ევროპული ჭადრაკის ისტორიაში გაიმართა კონტინენტის ონლაინ ჩემპიონატი სკოლებს შორის 11 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში. თითოეულ სკოლის გუნდის შემადგენლობაში 2 გოგონა და 2 ჭაბუკი მონაწილეობდა.
ჩემპიონატში საქართველოს ღირსებას ქუთაისის ანდრია რაზმაძის სახელობის ფიზიკა-მათემატიკური #41 სკოლის გუნდი იცავდა. ნორჩი მოჭადრაკეები თანატოლებს სკოლის კომპიუტერული კლასიდან შეეჯიბრნენ.
გუნდის შემადგენლობა;ლადო მაღლაკელიძე, ნიკოლოზ გაბრიაძე,ნინო გაბუნია და მართა უშხვანი;გუნდის მწვრთნელი ალექსანდრე არსენიძე.
ქუთაისელმა ნორჩმა მოჭადრაკეებმა დაძაბულ ბრძოლაში V-VI ადგილები გაინაწილეს.
ჩემპიონატი ევროპის საჭადრაკო კავშირის ეგიდით და ეროვნული ფედერაციების მხარდაჭერით გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატის მსვლელობას თვალს ადევნებდნენ საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები: გენადი მარგველაშვილი, გიორგი მოსიძე და ლევან კობერიძე.
იხილე ვიდეო

- Title: ქუთაისელი ბავშვების წარმატება პირველ 'ონლაინ' ჩემპიონატზე
- Posted by:
- Date: 17-11-2017 1:09 PM
- Tags: