930x90 Website name and slogan

Blogs

Sophie Nikoladze's picture

'ნანას' თასი საგარეჯოელებმა დაისაკუთრეს!

23 ნოემბერს გურჯაანის საჭადრაკო კლუბში გაიმართა ქართველი ლეგენდარული მოჭადრაკის ნანა იოსელიანის თასის გათამაშება.

ასპარეზობაში ერთმანეთს  კახეთის რეგიონის საჭადრაკო სკოლების გუნდები ეჯიბრებოდნენ. ტურნირი 8 ნაკრებს  შორის წრიული სისტემით 7 ტურად გაიმართა, თითოეულ გუნდი 6 მოჭადრაკისგან შესდგებოდა. ასპარეზობის მსვლელობას თვალს ადევნებდნენ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები.

მონაწილეობდნენ: გურჯაანის ორი გუნდი, ლაგოდეხი, საგარეჯო,თელავი, ყვარელი, ახმეტა, სიღნაღი.

პირველ ადგილზე  საგარეჯო (მწვრთნელი ირაკლი ქვლივიძე)  გავიდა , მეორეზე თელავის (მწვრთნელი თამარ ხმიადაშვილი)  გუნდი, ხოლო მესამე ადგილი მასპინძლებმა ( გურჯაანი-მწვრთნელი გიორგი ქიტესაშვილი) დაისაკუთრეს.

სამივე  გამარჯვებული გუნდი დაჯილდოვდა საჭადრაკო პროფესიონალური პროგრამებით აღჭურვილი  პერსონალური კომპიუტერით.ხოლო, გუნდის მონაწილეები მობილური ტელეფონით.

  • Title: 'ნანას' თასი საგარეჯოელებმა დაისაკუთრეს!
  • Posted by:
  • Date: 24-11-2017 4:33 PM
  • Tags:
Top