
თბილისის ჭადრაკის სასახლეში მიმდინარეობს საქართველოს ქალთა 75-ე ჩემპიონატის პირველ ლიგა.ასპარეზობას, განვლილი 6 ტურის შემდეგ 5,5 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობს მაკა ფურცელაძე.ლიდერს ნახევარი ქულით ჩამორჩება მერი არაბიძე, ხოლო მესამე ადგილზე 4,5 ქულით თამარ წერეთელი იმყოფება. 4-4 ქულით IV-VII ადგილებს: სოფიო გვეტაძე, სოფიკო ხუხაშვილი, მირანდა მიქაძე და მარიამ ჭოლაძე ინაწილებენ.
მომდევნო ტურში განსაკუთრებით საინტერესო იქნება: ფურცელაძე-წერეთელი, ხუხაშვილი-არაბიძე,გვეტაძე-ჭოლაძე და ქორიძე-მიქაძის შეხვედრები. შეგახსენებთ, რომ უმაღლესი ლიგის საგზურს პირველ ხუთ ადგილზ ეგასული მონაწილეები მოიპოვებენ.

- Title: 6 ტურის შემდეგ...
- Posted by:
- Date: 18-12-2017 11:02 PM
- Tags: