930x90 Website name and slogan

Blogs

Sophie Nikoladze's picture

წარმატებული 2017 წელი...

2017  წელი განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა ქართული ჭადრაკისთვის: ჩვენმა დიდოსტატებმა საერთაშორისო სარბიელზე (მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატებზე)  20 სხვადასხვა სინჯის მედალი მოიპოვეს

განსაკუთრებით აღსანიშნავია ნანა ძაგნიძის წარმატებები. ევროპის ჩემპიონობა კლასიკურ ჭადრაკში და წლის ბოლოს ელვისებურ ჭადრაკში მსოფლიოს ჩემპიონობა.

თავი გამოიჩინეს ევროპის  და  მსოფლიოს  გუნდურ ჩემპიონატებზე ჩვენმა  გოგონებმა (ნანა ძაგნიძემ,ბელა ხოტენაშვილმა, ლელა ჯავახიშვილმა, ნინო ბაციაშვილმა, სალომე მელიამ)

ევროპაზე  მეორე, მსოფლიოზე კი მესამეზე  ადგილზე გავიდნენ.

ხოლო, კონტინენტის  საკლუბო ჩემპიონატზე ბათუმის ‘ნონამ’ მესამედ გაიმარჯვა!

ევროპის ინდივიდუალურ  ჩემპიონატზე ვაჟთა  შორის  პირველობა გაინაწილა  ეროვნული ნაკრების ლიდერმა ბაადურ ჯობავამ.

ახალგაზრდებს ტოლი არ დაუდეს ჩვენმა სენიორებმაც:

ქალთა შორის ევროპის ჩემპიონი ლეგენდარული ნონა გაფრინდაშვილი გახდა, ხოლო მსოფლიოს ჩემპიონობა თამარ ხმიადაშვილმა დაისაკუთრა.

იმედია, წარმატებული 2017 წლის შემდეგ 2018 წელიც უხვმოსავლიანი იქნება!

გიორგი გიორგაძე

  • Title: წარმატებული 2017 წელი...
  • Posted by:
  • Date: 02-02-2018 6:05 PM
  • Tags:
Top