930x90 Website name and slogan

Blogs

Sophie Nikoladze's picture

ტოკიო-თბილისი - „მილიონი სვლა“ საერთაშორისო ასპარეზზე

 

25 მაისს 15.00 საათზე თბილისის ჭადრაკის სასახლეში „მილიონის სვლის“ ფარგლებში გაიმართება პირველი საერთაშორისო მატჩი ონლაინჭადრაკში:
ტოკიო - თბილისი.

 

ტოკიოდან პირველ სვლას გააკეთებს ქართველი სუმოისტი  ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე), რომელიც საჭადრაკო სვლის შემდეგ მორიგ ორთაბრძოლას გამართავს.
 

ლევან გორგაძეს საპასუხო სვლით უპასუხებს თბილისის გუნდი: საქართველოს კულტურის და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ქალაქ თბილისის მერი კახი კალაძე, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ნონა გაფრინდაშვილი, ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარაშვილი, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი გიორგაძე და თბილისის მოქალაქეები.

  • Title: ტოკიო-თბილისი - „მილიონი სვლა“ საერთაშორისო ასპარეზზე
  • Posted by:
  • Date: 25-05-2018 4:04 PM
  • Tags:
Top