
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში დღეს მსოფლიოს 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის ტექნიკური წარდგენა გაიმართა.
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციასა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, 2018 წლის 23 სექტემბრიდან 6 ოქტომბრამდე ბათუმში მიმდინარე მსოფლიოს 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის ტექნიკური მხარდამჭერი და ერთერთი პარტნიორი BTU იქნება.უნივერსიტეტი უზრუნველჰყოფს ოლიმპიადის საეთეროს სამონტაჟოს, გაშუქებისათვის მაღალტექნოლოგიური კომპიუტერებით.ამავე დროს BTU-ში სპეციალური ლაბორატორიაა შექმნილი სადაც მაღალი წარმადობის კომპიუტერებით საქართველოს მოჭადრაკეთა ეროვნული წევრთა მომზადება მიმდინარეობს.
დამსწრეებს სიტყვით მიმართეს მსოფლიოს 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის წინა მოსამზადებელ პერიპეტიებზე ესაუბრნენ: მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდა ნონა გაფრინდაშვილი,
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე
და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი მიხეილ ბატიაშვილი.
წარდგენის დასრულების შემდეგ BTU-ს სტუდენტებმა საჭადრაკო თემატიკაზე გამართულ ვიქტორინაში და ასევე 43 -ე საჭადრაკო ოლიმპიადის ფარგლებში მიმდინარე ონლაინ პროექტში, ‘მილიონი სვლა’ მიიღეს აქტიური მონაწილეობა. მათ ამხანაგური შეხვედრა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებთან გამართეს.

- Title: წარდგინება ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში
- Posted by:
- Date: 28-06-2018 6:25 PM
- Tags: