
ირანში დასრულებულ რიგით მეორე აფტაბის თასი გათამაშებაზე შესანიშნავად იასპარეზა წალენჯიხელმა დიდოსტატმა კონსტანტინე შანავამ! მან ტურნირი მარცხის გარეშე განვლო და 9-დან 7,5 ქულა დააგროვა. შანავამ 1,5 ქულით გაუსწრო უახლოესს კონკურენტებს და საკუთარ ელო-რეიტინგს 20 ქულა შემატა. პირველ ადგილზე კი 8,5 ქულით ირანელი პარამ მაგსოოდლო გავიდა.
ტურნირში კიდევ 2 ქართველო მოჭადრაკე მონაწილეობდა: ბაჩანა მორჩიაშვილი (5,5 ქულა;მე-12 ადგილი) და ნიკოლოზ ცომაია (4,5 ქულა;33-ე ადგილი).

- Title: შანავას მორიგი წარმატება!
- Posted by:
- Date: 01-09-2018 5:10 PM
- Tags: