930x90 Website name and slogan

Blogs

Sophie Nikoladze's picture

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის განცხადება

ბათუმის საჭადრაკო ოლიმპიადის ფარგლებში გამართულ ყრილობას, სადაც FIDE- პრეზიდენტი აირჩიეს, ხანტი-მანსიისკიდან დელეგაციაც ესწრებოდა. ოლიმპიადის მოხალისეებმა მათ მიერ დარიგებულ სასაჩუქრე ჩანთებში სუვენირებთან ერთად აღმოაჩინეს მინიატურული ზომის გასაშლელი რუკა, სადაც საქართველო აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გარეშეამოხალისეებმა ფაქტი საორგანიზაციო კომიტეტს აცნობეს. საორგანიზაციო კომიტეტმა მყისიერად მიიღო შესაბამისი ზომები სასაჩუქრე ნაკრებებიდან აღნიშნული რუკის ამოღების მიზნით

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციას მიუღებლად მიაჩნია, სპორტულ ღონისძიებაზე პოლიტიკური ელემენტების შემოტანა, განსაკუთრებით მაშინროცა საქმე ეხება  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის შელახვას.

 

 

  • Title: საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის განცხადება
  • Posted by:
  • Date: 04-10-2018 6:24 PM
  • Tags:
Top