930x90 Website name and slogan

Blogs

Sophie Nikoladze's picture

წარმატებული ოლიმპიადის შეჯამება

სახვითი ხელოვნების მუზეუმში (რუსთაველის 7) საქართველოს ჭადრაკის ფედერაციამ  ბათუმში გამართული 43-ე  საჭადრაკო ოლიმპიადის ანგარიში წარადგინა.

ღონისძიებას დაესწრო განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი და ქართული ჭადრაკის ლეგენდარული გუნდის წარმომადგენლები: მაია ჩიბურდანიძე, ნანა ალექსანდრია და ნანა იოსელიანი.

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გია გიორგაძემ, რომელიც ამავადრულად  ოლიმპიადის საორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელიც გახლდათ, ბათუმში ჩატარებული ოლიმპიადა შეაჯამა როგორც საორგანიზაციო, ასევე სპორტული თვალსაზრისით. მან  მადლობის სიგელები გადასცა საორგანიზაციო ჯგუფის თანამშრომლებს და ტურნირის მხარდამჭერ კომპანიებს.

შეხვედრაზე განსაკუთრებით აღნიშნეს ქალთა  გუნდების წარმატებული თამაში. პირველმა ნაკრებმა (ნანა ძაგნიძე,ლელა ჯავახიშვილი, ნინო ბაციაშვილი, ბელა ხოტენაშვილი,მერი არაბიძე)  ბრინჯაოს მედალი მოიპოვა დაძაბულ ბრძოლაში, ხოლო  მეორე ნაკრებს (სალომე მელია, ინგა ჭარხალაშვილი,სოფიო გვეტაძე, სოფიკო ხუხაშვილი,მირანდა მიქაძე)  სულ ცოტა დააკლდა საპრიზო სამეულში გასვლამდე და საბოლოოდ IV-XII ადგილები გაინაწილა.

შეხვედრაზე სიტყვით  გამოვიდნენ: განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი მაია ჩიბურდანიძე და ქართული ქალთა ჭადრაკის ლიდერი ნანა ძაგნიძე.

ფოტოგალერეა

  • Title: წარმატებული ოლიმპიადის შეჯამება
  • Posted by:
  • Date: 29-10-2018 12:34 AM
  • Tags:
Top