930x90 Website name and slogan

Blogs

Sophie Nikoladze's picture

პირველობა გაინაწილა!

ფიდეს ოსტატმა ნიკოლოზ კაჭარავამ პირველობა გაინაწილა საბერძნეთის პორტო კარასში დასრულებულ მსოფლიო ჩემპიონატზე 14 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის! თბილისელმა მოზარდმა 11-დან 9 ქულა დააგროვა, 35 სარეიტინგო ქულა  მოიმატა და მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლებით დაუთმო ჩემპიონობა ესპანელ ესტეო პედრო გინესს.

დაძაბულ ბრძოლაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა   ნიკოლოზ პეტრიაშვილმა 16 წლამდე ასაკში! ნიკა სატურნირო რეიტინგით 31-ე ნომრად იყო განთესილი, 52 ქულა მოიმატა რეიტინგში და საერთაშორისო ოსტატის ნორმაც შეასრულა.

აღსანიშნავია, რომ ორივე მათგანი თბილისის საერთაშორისო საჭადრაკო აკადემიის  მოსწავლეები არიან და მათ ჩემპიონატზე, პირადი კონსულტანტი,   საქართველოს ვაჟთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი, საერთაშორისო დიდოსტატი ზურაბ სტურუა უწევდა დახმარებას.

დანარჩენი ქართველი მონაწილეების  ტექნიკური შედეგები:

18 წლამდე:

გოგონები:

19.მარიამ ჯანიაშვილი - 6,5 ქულა;

ჭაბუკები:

28.ნიკოლოზ ცომაია -6,5 ქულა;

16 წლამდე:

გოგონები:

47.თამარ ესაძე - 5,5 ქულა;

14 წლამდე:

გოგონები:

61.დიანა ლომაია- 5,5 ქულა;

ჭაბუკები:

85.გიორგი  ნაყოფია -5 ქულა;

  • Title: პირველობა გაინაწილა!
  • Posted by:
  • Date: 31-10-2018 2:44 AM
  • Tags:
Top