930x90 Website name and slogan

Blogs

Sophie Nikoladze's picture

პირველივე ტურში დიდი ანგარიშით გაიმარჯვეს!

 

თურქეთის ქალაქ კონიაში სტარტი აიღო მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადამ 16 წლამდე ასაკის მოზარდთა შორის. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრები მთლიანად თბილისის საერთაშორისო საჭადრაკო აკადემიის მოსწავლეებითაა დაკომპლექტებული.
ქვეყნის ღირსებას ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე იცავენ:ნიკოლოზ პეტრიაშვილი,ნიკოლოზ კაჭარავა,ლუკა ობოლაძე, შოთა ხოდაშნელი და კატო ფიფია; კაპიტანი - საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, საერთაშორისო დიდოსტატი ლაშა ჯანჯღავა.
ჩვენმა მოზარდებმა პირველივე ტურში იყოჩაღეს და 'მშრალი' ანგარიშით - 4:0 გაანადგურეს ირლანდიელი თანატოლები!

სულ ასპარეზობაზე 46 გუნდი მონაწილეობს და შვეიცარული სისტემით 9 ტურად გაიმართება. მონაწილეთა შორის არიან:რუსეთის, აშშ-ს, გერმანიის,საფრანგეთის, სომხეთის,უზბეკეთის, აზერბაიჯანის და ა.შ. ძლიერი ახალგაზრდული ნაკრებები.

ასპარეზობის ოფიციალური ვებგვერდი

პარტიების პირდაპირი ჩვენება კომენტარებით

  • Title: პირველივე ტურში დიდი ანგარიშით გაიმარჯვეს!
  • Posted by:
  • Date: 26-11-2018 12:27 AM
  • Tags:
Top