930x90 Website name and slogan

Blogs

საკლუბოს კვლავ დუეტი ლიდერობს...

დასკვნითი ტურის წინ ქვეყნის საკლუბო ჩემპიონატზე ლიდერობას ინარჩუნებენ: ‘თბილისი’ და ‘ნონა’. მეექვსე ტურში ორივე მათგანმა დიდი ანგარიშით დაამარცხა მეტოქე. ‘თბილისმა’ 6:0 გაანადგურა ‘რუსთავი2’’ ხოლო ‘ნონამ’  ანგარიშით 5,5:0,5 დაჯაბნა ‘ზუგდიდი’. ფრედ დაასრულა შეხვედრა ჩემპიონატის მესამე ფავორიტმა რუსთავი1-მა ‘ამომავალ ვარსკვლავთან’ პაექრობა.

დასკვნით ტურში განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ‘თბილისი’ და ‘ნონას’ დაპირისპირება რადგან სწორედ ეს მატჩი გამოავლენს გამარჯვებულის ვინაობას.

ლიდერობას ინაწილებენ...

ფრედ  დასრულდა ლიდერთა: ‘თბილისი’ – ‘რუსთავი1’  შეხვედრა საქართველოს საკლუბო ჩემპიონატის მეხუთე ტურში. 4 პარტია  ყაიმით დამთავრდა, შედეგიან თამაშებში ნინო ხომერიკმა (თბილისი) ქეთი წაწალაშვილი (რუსთავი) დაამარცხა, ხოლო  თამაზ მგელაძემ (რუსთავი1) მერი არაბიძე (თბილისი). მესამე ლიდერმა ბათუმის ‘ნონამ’  ‘მშრალი’ ანგარიშით - 6:0 ქუთაისის ‘იმერეთს’ მოუგო და დამატებითი მაჩვენებლებით პირველზე გადაინაცვლა.

სენიორებმა სლოვენიის ბლედში ასპარეზობა დაიწყეს...

 

სლოვენიის ბლედში სენიორთა შორის რიგით 28-ე მსოფლიო პირველობამ  აიღო სტარტი. ჩემპიონატზე საქართველოს სახელით ასპარეზობენ:

U50+

ვაჟები: ზურაბ სტურუა, გიორგი ბაგატუროვი ;

ფავორიტების ჰეგემონია გრძელდება!

ჭადრაკის სასახლეში  მიმდინარე ქვეყნის რიგით მეხუთე საკლუბო ჩემპიონატის მეოთხე ტურმაც ფავორიტთა წარმატებით ჩაიარა.

გამანადგურებელი ანგარიშით 5,5 : 0,5 მოიგეს მატჩები:  ‘თბილისმა’ – ‘ამომავალ ვარსკვლავთან’ და ‘რუსთავი1’-მა ‘ზუგდიდთან’. 5:1 გაიმარჯვა ‘ნონამ’ – ‘ოზურგეთთან’. შედარებით ‘მოკრძალებული’ ანგარიშით გაიმარჯვა ‘რუსთავი2’-მა ‘იმერეთთან’.

ოთხი ტურის შემდეგ  ოთხი  გამარჯვებით ლიდერობას ‘თბილისი’ ინარჩუნებს.

'თბილისი' ერთპიროვნულად დაწინაურდა!

საკლუბო  ჩემპიონატის მესამე ტურში  ყველა მატჩი დიდი ანგარიშით დასრულდა.

განსაკუთრებით თავი გამოიჩინა რუსთავის პირველმა გუნდმა რომელმაც ქუთაისის ‘იმერეთი’ 6 მოგებით  გაანადგურა!

შედარებით ‘დაინდეს’ მეტოქეები და ანგარიშით  5:1 გაიმარჯვეს: ბათუმის ‘ნონამ’ თბილისის ‘ამომავალ ვარსკვლავთან’, გურიის ‘ოზურგეთმა’ - რუსთავის მეორე გუნდთან და თბილისის ‘თბილისმა’ ზუგდიდის საჭადრაკო სკოლის ‘ზუგდიდთან’.

ორი ლიდერი ორი გამარჯვებით!

საქართველოს  V საკლუბო ჩემპიონატმა თბილისის  ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში აიღო სტარტი.

ასპარეზობაზე 8 კლუბი მონაწილეობს  და წილისყრის შედეგად შემდეგნაირად განლაგდნენ:

1.თბილისის ‘თბილისი’

2.ზუგდიდის საჭადრაკო სკოლის ‘ზუგდიდი’

3.ბათუმის ‘ნონა’

4.რუსთავის ‘რუსთავი 1’

კადეტთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდა...

ესპანეთის სანტიაგოში დასრულდა  მსოფლიო ჩემპიონატი კადეტთა   (8,10,12 წლამდე)  შორის. ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 11 ტურად გაიმართა.

ქართველი მონაწილეების ტექნიკური შედეგები:

U08 გოგონები: 

8 ადგილი - კესარია მგელაძე - 7,5 ქულა;

Top