930x90 Website name and slogan

ყუფარაძის გამარჯვებით დასრულდა!

 

საერთაშორისო დიდოსტატის გიგა ყუფარაძის დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა თბილისის ჭადრაკის სასახლეში გამართული გრან პრის მესამე ეტაპი სწრაფ ჭადრაკში!

მეორე ადგილზე 7 ქულით მიხეილ კეკელიძე გავიდა, ხოლო მესამეზე 6,5 ქულით ბაჩანა მორჩიაშვილი განთავსდა.

1700-მდე რეიტინგ-კატეგორიაში პირველი ზურაბ გონგლიაშვილი გახლდათ, ხოლო 2100-მდე რეიტინგის მქონე მოჭადრაკეებში რევაზ ჭკუასელმა დააფიქსირა საუკეთესო შედეგი.

ფანცულაიამ ასპარეზობა მესამე ადგილზე დაასრულა...

ინდოეთის ქალაქ მუმბაიში დასრულდა რიგით მე-12 საერთაშორისო ღია ტურნირი ‘12th Mayor's Cup International Open Chess Tournament 2019’ ქართველი მოჭადრაკეების: ლევან ფანცულაიას, მიხეილ მჭედლიშვილის,დავით ჯოჯუასა და ლუკა პაიჭაძის  მონაწილეობით.

ასპარეზობა შვეიცარული სისტემით ათ ტურად გაიმართა და პირველობა  8-8 ქულით  ფარუხ ამონატოვმა (თურქმენეთი;2624) და მანუელ პეტროსიანმა (სომხეთი;2573) გაინაწილეს. გამარჯვებულს ნახევარი ქულით ჩამორჩნენ და დამატებითი მაჩვენებლებით შემდეგნაირად  განაწილდნენ:

ნორვეგიის სტავანგერში ბრინჯაო დაისაკუთრა...

 

საქართველოს  მოქმედმა ჩემპიონმა გიგა ყუფარძემ ნორვეგიის ქალაქ სტავანგერში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე 5,5 ქულა დააგროვა  II-III ადგილები გაინაწილა მასპინძელთა წარმომადგენელ  არვოლა ბენჯამინთან ერთად. ხოლო პირველობა 6 ქულით სუნ გეირმა (ნორვეგია) დაისაკუთრა.

ასპარეზობის მეორე ქართველმა მონაწილემ, დავით მაღალაშვილმა 5 ქულით მეექვსე ადგილი დაიკავა.

ბელა ხოტენაშვილი მსოფლიო ჩემპიონს დაუპირისპირდება!

 

საქართველოს ნაკრების წევრი, ვაჟთა შორის საერთაშორისო დიდოსტატი, ბელა ხოტენაშვილი ჩინეთის ქალაქ  ვენჩჟოუში 14- 19 ივლისს ამხანაგურ მატჩში მსოფლიოს მომქმედ ჩემპიონ ცზიუ ვენცზიუნს დაუპირისპირდება.  მეტოქეები 4 კლასიკურ პარტიას ითამაშებენ, ფრედ დასრულების შემთხვევაში გამარჯვებულს სწრაფ ჭადრაკში დაპირისპირება გაარკვევს.

ცზიუ ვენცზიუნი  ჩემპიონის ტიტულის დასაცავად ემზადება და ქართველი დიდოსტატი მისთვის ყველაზე  საინტერესო მეტოქე აღმოჩნდა.   

რიგით მე-14...

 

ირაკლი ახვლედიანის ერთპიროვნული გამარჯვებით დასრულდა ტრადიციული, რიგით მე-14 შეჯიბრი ელვისებურ ჭადრაკში! გამარჯვებულმა 11-დან 9 ქულა დააგროვა და ნახევარი ქულით გაასწრო უახლოესს კონკურენტებს. II-III ადგილები გაინაწილეს და დამატებითი მაჩვენებლებით შემდეგნაირად განლაგდნენ:

2.ნიკოლოზ ჩხაიძე;

3.თამაზ მგელაძე;

საქართველოს რეიტინგ-ჩემპიონატი...

 

თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში დასრულდა საქართველოს პირველობა სხვადასხვა რეიტინგ-კატეგორიებში. ჩემპიონატში მონაწილეობდნენ როგორც პროფესიონალი ასევე მოყვარული მოჭადრაკეები. ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 7 ტურად გაიმართა და 16 ივნისამდე გასტანა. შეჯიბრის საპრიზო ფონდი 5 000 ლარს შეადგენდა.

U1400

ვაჟები

ახვლედიანის გამარჯვებით დასრულდა

დიდი დიღომში მდებარე ‘ჭადრაკის დედოფლის აკადემიამ’ მორიგ საშაბათო ტურნირს უმასპინძლა ელვისებურ ჭადრაკში.

შეჯიბრი 14 მონაწილეს შორის წრიული სისტემით 13 ტურად გაიმართა. 12 (!) პარტიაში გაიმარჯვა და მხოლოდ ერთი შეხვედრა დაასრულა ფრედ ირაკლი ახვლედიანმა.

გამარჯვებულს  1,5 ქულით ჩამორჩა ნიკა ვოლკოვი, ხოლო მესამე ადგილზე 10 ქულით  დავით ლომსაძე გავიდა.

Top