930x90 Website name and slogan

8-წლიანებმა ასპარეზობა დაასრულეს!

თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში დასრულდა დედაქალაქის ჩემპიონატი 8 წლამდე ასაკის ნორჩ მოჭადრაკეებს შორის.ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 7 ტურად გაიმარა და მასში მონაწილეობა 20-მა  გოგონამ და 40-მა ბიჭუნამ მიიღო.

8 წლადმე გოგონათა შორის 6 ქულა დააგროვა და პირველობა არავის დაუთმო ბარბარე ჭიოკაძემ (მწვრთნელი გოჩა თორია), II-III ადგილები 5-5 ქულით: ანა ბლიაძემ (მწვრთნელი გიორგი ხომერიკი) და ენი მაჭავარიანმა (მწვრთნელი იოსებ კვირიაშვილი) გაინაწილეს.

წარმატება ჩეხეთში!

 

 

წარმატებით  იასპარეზეს ქართველმა  გოგონებმა ჩეხეთის დედაქალაქში გამართულ ტრადიციულ საერთაშორისო ღია ტურნირზე!

ქალთა შორის მესამე საპრიზო ადგილზე გავიდა  და 62 სარეიტინგო ქულა მოიმატა მარიამ ჯანიაშვილმა.  79 ქულა შემატა საკუთარ ელო-რეიტინგს კატო ფიფიამ, ხოლო ნია დონღვანმა 28 ქულა მოიმატა.

ასპარეზობის საერთო ჩათვლაში 9-დან 7,5 ქულით პირველობა გაინაწილეს და დამატებითი მაჩვენებლებით შემდეგნაირად განლაგდნენ:

მწვრთნელთა საყურადღებოდ!

2020 წლის 7 მარტს, შაბათს 11:00 საათზე ჭადრაკის სასახლეში ჩატარდება მწვრთნელთა სალიცენზიო გამოცდები “C” კატეგორიის მისანიჭებლად.

სალიცენზიო გამოცდაში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრებს, რომელთაც გადახდილი აქვთ:

1. 2020 წლის საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საწევრო

შესატანი (24 ლ);

2. სარეგისტრაციო შესატანი (30 ლ).  

ქართველების ტრიუმფი ამერიკულ ტურნირზე!

ზურაბ  ჯავახაძის დამაჯერებელი პირველობით დასრულდა აშშ-ში გამართული ‘Southwest Class Championship’ უძლიერესი 'ღია' ტურნირი!

ქართველმა ოსტატმა 9-შესაძლებლობიდან 7 ქულა დააგროვა და ნახევარი ქულით გაუსწრო უახლოესს კონკურენტებს. მესამე ადგილზე 6,5 ქულით და უკეთესი კოეფიციენტით საერთაშორისო ოსტატი ირაკლი ბერაძე გავიდა.

ტექნიკური შედეგები

ლომაიამ შვიდივე პარტიაში გაიმარჯვა!

დიანა ლომაიას დამაჯერებელი პირველობით დასრულდა ამაგდარი ქართველი მწვრთნელის, ალექსანდრე ბოკუჩავას სახელობის თასის გათამაშება! გამარჯვებულმა შვიდი  შესაძლებლობიდან შვიდივეში გაიმარჯვა! 7-დან 6 ქულა დააგროვა ელენე წოწონავამ, რომელმაც მარტო ლომაიასთან დაკარგა ქულა.აღსანიშნავია, რომ  ორივე მათგანი ფოთის საჭადრაკო სკოლის მოსწავლეა.

ჭაბუკთა შორის ასევე ერთპიროვნულად გაიმარჯვა ჯაბა ადამიამ! მის აქტივში 7-დან 6 ქულაა.

საბოლოო სატურნირო მდგომარეობა:

ფედერაცია, ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ითამშრომელბს

12 თებერვალს,საქართველოს ჭადრაკის ფედერაციამ საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა ერთობლივი ღონისძიებების გამართვა.

თანამშრომლობის მემორანდუმი

 

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციასა და თიბისი ბანკს შორის გაფორმდა ურთიერთშეთანხმებისა და თანამშრომლობის მემორანდუმი.

მემორანდუმის ფარგლებში თიბისი ბანკი გახდა ჭადრაკის ფედერაციის მეგობარი და დაეხმარება ფედერაციას ჭადრაკის პოპულარიზაციის საქმეში, ფედერაციის მიერ შერჩეული ახალგაზრდა მოჭადრაკეების წახალისებაში, საიმიჯო ვიდეო-რგოლის მომზადებაში, ფედერაციის ვიზუალური სტილის შექმნასა და ვებ გვერდის განახლებაში.

Top