ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

ანონსი

27 ივლისს, 15.00 საათზე სასტუმრობილტმორისკონგრესჰოლის ფოიეში საჭადრაკო მსოფლიო თასთან დაკავშირებით გაიმართება პრესკონფერენცია.

პრესკონფერენციას მართავენ:

  • თბილისის მერი - დავით ნარმანია,
  • საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე - აკაკი ლოდია,
  • 2018 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის დირექტორი და, ამავდროულად, ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარაშვილი
  • საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი გიორგაძე
  • კომპანია ‘სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი’-ს დირექტორი ლევან გიორგაძე.

საჭადრაკო მსოფლიო თასის ისტორიაში პირველად ტურნირში მონაწილეობს მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი. მაგნუს კარლსენი მსოფლიოს უძლიერეს მოჭადრაკეებთან ერთად ასპარეზობაში თბილისში 2 – 28 სექტემბერს ჩაერთვება.

2017 წლის ფიდეს კალენდრის მთავარი ღონისძიება - საჭადრაკო მსოფლიო თასი თბილისში 48 ქვეყნის 128 მოჭადრაკეს მოუყრის თავს. ტურნირში სრულად მონაწილეობს ფიდეს რეიტინგ-ლისტის TOP თხუთმეტივე მოჭადრაკე.

საქართველოდან საჭადრაკო მსოფლიო თასის მოსაპოვებლად იბრძოლებენ:

  • ბაადურ ჯობავა
  • მიხეილ მჭედლიშვილი
  • ლევან ფანცულაია
  • ნანა ძაგნიძე

საჭადრაკო მსოფლიო თასი იმართება „Check in Georgia Sport“-ის ფარგლებში.

საჭადრაკო მსოფლიო თასი ერთგვარი წინამოსამზადებელი ღონისძიებაა ქვეყანაში მსოფლიო ოლიმპიადის წინ, სადაც 190 ქვეყნის ვაჟთა და ქალთა ნაკრებები იღებენ მონაწილეობას და რომელიც 2018 წლის სექტემბერ-ოქტომბერში ბათუმში გაიმართება.

ორგანიზატორები:

ქალაქ თბილისის მერია;

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო;

2018 წლის მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტი;

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია.

საჭადრაკო მსოფლიო თასის წარმდგენია კომპანია „სოკარი“.

  • სათაური: ანონსი
  • ავტორი:
  • თარიღი: 27-07-2017 3:59 PM
  • Tags:
Top