
პარიზში, ბიზნეს საინიციატივო კომიტეტის მიერ ორგანიზებულ 'საერთაშორსო ხარისხის' კონფერენციაზე სწორად წარმართული სტრატეგიისა და ეფექტური მენეჯმენტისთვის სახელობითი ჯილდო 'ოქროს ვარსკვლავი' ბათუმის საჭადრაკო კლუბ 'ნონა'-ს გადაეცა.
კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი ლიდერი ორგანიზაციები, რომლებმაც საკუთარი მიღწევები წარმოაჩინეს.
BID და BID Group One -ის ორგანიზებით სხვადასხვა ქვეყანაში სამეცნიერო სემინარები და კონფერენციები ტარდება, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის წამყვანი ორგანიზაციების წარმომადგენლები ერთმანეთს სხვადასხვა სფეროში მოღვაწეობის გამოცდილებას უზიარებენ.

- სათაური: ბათუმის 'ნონას' მორიგი ჯილდო!
- ავტორი:
- თარიღი: 23-10-2017 5:49 AM
- Tags: