ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

ბათუმი, ევროპის ჩემპიონატი ვაჟთა შორის...

ბათუმში,16 მარტს დაიწყება და 28 მარტამდე გასტანს   ევროპის  რიგით  მე-19 ჩემპიონატი ვაჟთა შორის. ტურნირში მონაწილეობენ   მსოფლიოს წამყვანი მოჭადრაკეები. ქართველი ქომაგი განსაკუთრებით დიდ იმედს  ევროპის ჩემპიონატის მრავალგზის პრიზიორზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერზე ბაადურ ჯობავაზე ამყარებს.

დღემდე, კონტინენტის ჩემპიონის ტიტულს ქართველი მოჭადრაკეებიდან მხოლოდ ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარაშვილი ფლობდა (2003 წელი).

ასპარეზობაზე  მონაწილეობას 34 ქვეყნის 311 მოჭადრაკე მიიღებს. მსოფლიო თასის  საგზურისთვის საქართველოს სახელით  32 მოჭადრაკე იბრძოლებს.

ევროპის ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 100 ათასი ევროა. აღსანიშნავია, რომ ბათუმი უკვე მეორედ მასპინძლობს კონტინენტის პირველობას,  პირველად  მსგავსი  შეჯიბრი 2002 წელს გაიმართა.

ასპარეზობის ოფიციალური ვებგვერდი

პარტიების პირდაპირი ჩვენება

  • სათაური: ბათუმი, ევროპის ჩემპიონატი ვაჟთა შორის...
  • ავტორი:
  • თარიღი: 17-03-2018 1:23 AM
  • Tags:
Top